• რეკლამა
  • კონტაქტი
08:13, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კორონა და ფინანსები” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:06 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“კორონა და ფინანსები.

საქართველო ვირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე უარესი ქვეყანაა მსოფლიოში. სიკვდილიანობით ვართ მერვე ადგილზე, ვირუსის გავრცელებით-მეოთხეზე. იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა ერთ მილიონზე მეტია, ამ უკანასკნელი მაჩვენებლით საქართველო სულაც პირველ ადგილზეა მსოფლიოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე და არა მხოლო ბოლო პერიოდში.

ეს ფაქტი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს: როგორია მთავრობა, ჯანდაცვის სისტემა, ეკლესია, სხვა სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტები, საზოგადოების შეგნებულობის დონე და ა. შ. ასეთი ცუდი მდგომარეობა თავისთავად განაპირობებს სხვა ბევრ უარყოფით მოვლენასაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველზე საგანგაშო არის ღატაკი ქვეყნის ისედაც მწირი რესურსების განიავება.

ქვეყანა სიმწრით გამომუშავებულ თუ ნასესხებ ფულს ხარჯავს არა ჩვენი მოქალაქეების მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად, არამედ პანდემიით გამოწვეული ხანძრის ჩასაქრობად, იმ ხანძრის ჩასაქრობად, რომელსაც თავად ვაღვივებთ უმოქმედებისა თუ არასწორი მოქმედების შედეგად. ფულად გამოხატულებაში ეს დანაკარგები ასეულ მილიონობით და მილიარდობით ლარია.

საქართველოში დღეისათვის ოფიციალურად 870 ათასი ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. ინფიცირებულთა 22 პროცენტი ხვდება სავადმყოფოებში, ანუ დაახლოებით 190 ათასი ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული. თითოეული ავადმყოფის მკურნალობა სახელმწიფოს უჯდება რამდენიმე ათასი ლარი, მისი მდგომარეობის სიმძიმისა და კლინიკაში გატარებული დღეების რაოდენობიდან გამომდინარე (ჯიბიდან გადახდას აქ არ ვეხებით).

დღეის მდგომარეობით გარდაცვლილა 12 500 კაცი. თუთქმის ყველა მათგანი იყო ჰოსპიტალიზებული, რომელთა გადარჩენისათვის ბრძოლის ხარჯები ჩვეულებრივზე ბევრად მეტია.

მარტივი მისახვედრია, რომ რაც უფრო მეტია ინფიცირებული და გარდაცვლილი, მით უფრო მეტია დანახარჯებიც.

გარდა კლინიკებისა, დიდძალი ფული დაიხარჯა და იხარჯება კოვიდსასტუმროებში, კარანტინებში და ა. შ.

ინფიცირების მეტი შემთხვევები მოითხოვს მეტ ჰოსპიტლისგარეშე ხარჯებსაც: გაკეთებულია 12 მილიონი ტესტი, რაც კოლოსალურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ათეულ მილიონობით ლარი ჯდება ასევე აცრის დამატებითი მეთოდების გამოყენება და წახალისება ( 200 ლარი კაცზე და ა. შ. ).

ვაქცინაციამ მსოფლიო ეკონომიკას ტრილიონობით დოლარი დაუზოგა. ნაკლები აცრა ნიშნავს მეტ დანაკარგებს ეკონომიკაში, მეტ სიღატაკეს და მეტ გაუბედურებულ ადამიანს.

ყველა სწორ ნაბიჯს თუ შეცდომას აქვს თავისი ფასი. ამ ფასს ეკონომისტები ზუსტად დაითვლიან. ერთადერთი, რისი ფასის დადგენა შეუძლებელია, ესაა სიცოცხლე, რომელმაც ჩვენთან ფასი დაკარგა.

დღეს, დაახლოებით 11 საათზე, კვლავ გამოქვეყნდება ინფორმაცია წინა დღით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ, რომელიც ისევ სარეკორდო იქნება მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.

შევეჩვიეთ!”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved