• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კონტაქტი 15-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა” – ვინ არის მეოთხე დაინფიცირებული?

ალია ავტორი - ალია
15:40 03-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

„ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა. თუ მაგალითად გრიპი იწყება მძიმედ თავიდან, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე მდგომარეობის დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მეოთხე ინფიცირებულს არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რომ არ დამძიმდეს. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა კარგია, ორის საერთოდ ძალინ კარგია, არაფერი აქვს. ერთს, ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება ტემპერატურის სუბტემბრილური მატება, 37.1 – 37.2, მეტი არა, და მშრალი ხველა. ანუ იმ სამის მდგომარეობა კარგია“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მეოთხე ინფიცირებულს კონტაქტი 15-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა. ისინი იდენტიფიცირებულები არიან. მათ, ვისაც სიმპტომები აღმოაჩნდება, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსებენ, ისინი კი, ვისაც სიმპტომები არ აქვთ, საკარანტინო ზონებში განაწილდებიან.

ცერნცვაძემ კვლავ მიმართა მათ, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება და ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდა და კარანტინის და თვითიზოლაციის მნიშვნელობა შეახსენა.

„ისინი აუცილებლად უნდა წავიდნენ კარანტინში ან თვითიზოლაციაში. როგორც კი გამოჩნდება კლინიკური ნიშნები, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გაძნელება, ყელის ტკივილი, მაშინვე უნდა მიმართონ, ოჯახის ექიმს, ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს. ამ პაციენტმა ეს წესი დაარღვია, ორი დღე იმყოფებოდა სახლში მაღალი სიცხით. იმედი მაქვს, რომ ეს შემთხვევა დასრულდება კეთილად, მაგრამ ყოველთვის შეიძლება კეთილად არ დამთავრდეს.​ მედიკოსია მეოთხე ინფიცირებული და მუშაობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. რამდენადაც ვიცი რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved