• რეკლამა
  • კონტაქტი
18:27, კვირა, 3 დეკემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ალია ავტორი - ალია
13:39 09-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
495

 

 

2022 წლის 16-17 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ, საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ორ დღიანი ღონისძიება – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, კომუნიკაციების კომისიისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იგეგმება.

 

კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები გახსნიან, რომლებიც კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებებს ხელმძღვანელობენ: ტერესა მორეირა, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი; ფრედერიკ ჯენი, OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე; დირკი ბუშლე, ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე; შარუნას კესერაუსკასი, ლიეტუვის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი; თეოდორ ტანერი, ავსტრიის კონკურენციის უწყების ხელმძღვანელი. დაგეგმილია ხუთი მარეგულირებელი უწყების სპეციალური პანელი, რომელსაც ხელმძღვანელი პირები გაუძღვებიან და სექტორების მიხედვით შეფასდება – კონკურენტული გარემო, შედეგები და გამოწვევები.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის უწყებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები. პარალელურ თემატურ სესიებზე მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კონკურენციის პოლიტიკა და მდგრადი განვითარება; კონკურენციის პოლიტიკა რეგულირებულ ბაზრებზე/უწყებათაშორისი თანამშრომლობა; მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები და აღსრულების პროცესის თავისებურებები; აღსრულების ირიბი მექანიზმები; არსებითი სიმძლავრე და მიწოდებაზე უარი, თეორია და პრაქტიკა; საქართველოს და ევროპის პრაქტიკული გამოცდილება მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ.

 

ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, ბაზრის ხუთი მარეგულირებლის, 2021 წელს, შეთანხმების დოკუმენტის შედეგია, რომლის მიზანი ქვეყანაში კონკურენციის გაძლიერებაა. კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://ccc.gov.ge/

 

 

 

 

 

თეგები: #competitionpolicy#ConsumerRights#internationalconference#tbilisigeorgia

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”
ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: “ყველაფერს მოგიყვებით! ეს იქნება ჩემი აღსარება!”

16:24 12-01-2023
ახალი ამბები

სკანდალური ინტერვიუ – „არსებობს საიდუმლო წიგნაკი, სადაც წერია, ვის რამდენი გადაუხადეს ქვეყნის ღალატში!“

21:18 11-27-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

,,ახლა ძნელია განსზღვრო, ვინ გაიმარჯვებს რუსეთ–უკრაინის ომში, შესაძლოა, ზუსტად არ განმეორდეს ყველაფერი, მაგრამ ამის საფრთხე არსებობს” – ვახტანგ მაისაია

14:46 11-26-2023
ახალი ამბები

სკანდალური სქემა! როგორ ყიდულობენ საქართველოში ნარკოტიკებს ონლაინ?!

21:49 11-24-2023

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის

16:11 12-01-2023
შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში
ახალი ამბები

შეუკვეთე თიბისის POS ტერმინალი და ჩართე მომხმარებელი თიბისის ლოიალობის პროგრამაში

17:35 11-30-2023
თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

16:58 11-30-2023
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია
ახალი ამბები

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტში გამარჯვებულმა კომპანია

16:25 11-30-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

WordPress PopUp Plugin