• რეკლამა
  • კონტაქტი
05:16, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კონკრეტული საქმეების საკეთებლად სჭირდება ივანიშვილს ღარიბაშვილი, მერე ამოარტყამს ჭიტლაყს და მოიშორებს თავიდან” – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
21:08 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილიაო, უცებ ეს ანდაზაზე გამახსენდა. ვინ ეკითხება ღარიბაშვილს, რა დაშალოს და რა შექმნას? ისიც არ იცის, ხვალ კვლავ იქნება თუ არა პრემიერ–მინისტრი. ჩვეულებრივი მარიონეტია, რასაც ეტყვის ივანიშვილი, იმას აკეთებს სიტყვაშეუბრუნებლად. ხომ ნახეთ ბერმუდის სასამართლოში ღარიბაშვილზე რომ ჰკითხეს ივანიშვილს, რა უპასუხა? ფაქტიურად, აღიარა, რომ მას  პირადი მდივნის ფუნქციები ჰქონდა შეთავსებული. ვერც იურისპრუდენციაში ერკვევა და ვერც ფინანსებშიო, თქვა და ასეთი კაცი დაგვისვა პრემიერ–მინისტრად.

კაცს, რომელიც ფინანსისტად არ  ვარგა, მთელი ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსები სამართავად ჩააბარა. საკუთარი ფინანსები არ ანდო სამართავად და მთელი ქვეყნის მართვა ჩააბარა. გაგიგიათ ასეთი და სადმე გსმენიათ? კონკრეტული საქმეების საკეთებლად სჭირდება ივანიშვილს, მერე ამოარტყამს ჭიტლაყს,  როგორც სჩევია და როგორც სხვებს და ერთხელ ღარიბაშვილსაც გაუკეთა და მოიშორებს თავიდან.

დამოუკიდებელი როდესაც არ არის პოლიტიკოსი და მით უფრო, ქვეყნის ლიდერად წოდებული, ის ვერანაირ რეფორმას ვერ გაატარებს ვერც ერთ სფეროში.  ირაკლი ღარიბაშვილის გატარებული რეფორმები ვნახეთ, როდესაც პირველად იყო პრემიერი და თან 300 მილიონი გააყოლეს ხელთ მან და მისმა სანათესაო კლანის  წევრებმა. ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის, ეს თავად ივანიშვილმა განაცხადა მის სანათესაოს კორუმპირებულობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვუყურებთ, დღევანდელი ხელისუფლების  წარმომადგენლები როგორ იპარავენ  ბიუჯეტიდან მილიონებს, ითვისებენ სახელმწიფო  ქონებას და ამის გამო მათ პასუხს არავინ სთხოვს. 40 000 გადაიხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ნიუ–იორკში მგზავრობაში, როდესაც გაერო–ს ასამბლეას დაესწრო, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობდნენ  ის და მისი ამალა და არ დაუკლიათ არაფერი. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროდან აორთქლებულ 750 მილიონ ლარს, ყალბი აქციზებით შემოტანილი ნავთოპროდუქტებს, რომლითაც 700  მილიონი ლარი დაუმალეს სახელმწიფოს, გრიგოლეთში ორმხრივი ავტობანი უნდა გაკეთებულიყო და 700 მილიონი ლარი გაქრა ამ საქმიდან.

არა ერთი ასეთი კორუფციული სქემა გვახსოვს ბოლო წლებში, რომელთა მეშვეობითაც ასეულობით მილიონი მოიპარეს. ამ ყველაფერზე პასუხი არავის უგია.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი გუგავაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved