• რეკლამა
  • კონტაქტი
21:20, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

საინვესტიციო შესაძლებლობა უზბეკეთში - მაკრო მიმოხილვა

ალია ავტორი - ალია
15:46 05-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

დაახლოებით 50 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც თიბისი კაპიტალმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების საწყის დღეებში გამოაქვეყნა პუბლიკაცია სახელწოდებით „უზბეკური სუმი – უსაფრთხო აქტივი?“ როგორც გასულ ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, მართლაც, სუმი პარტნიორი ქვეყნების ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, აშშ დოლართან მიმართებით, ფაქტობრივად, არ გაუფასურებულა და, დღევანდელი მდგომარეობით, ესკალაციამდე ნიშნულს, დაახლოებით, 1.5%-ითაც აღემატება.

რით არის განპირობებული სუმის სტაბილურობა? რასაკვირველია, აღსანიშნავია უზბეკეთის ეკონომიკის მდგრადობა, რაც საექსპორტო ბაზის დივერსიფიცირებიდან გამომდინარეობს – ერთი მხრივ, კონტრციკლური ოქრო, ხოლო, მეორე მხრივ, შედარებით პროციკლური სასაქონლო პროდუქტები. თუმცა, ოქროს ფასები წლის დასაწყისში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ნიშნულთან შედარებით შემცირებულია, თავად აშშ დოლარი კი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებამდე, მსოფლიო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გამყარდა. ამდენად, მართალია, საგარეო ფაქტორები, როგორც ყველა ღია ეკონომიკის შემთხვევაში, გარკვეულ როლს ასრულებს, თუმცა სუმის როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო დინამიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვასა და ცენტრალური ბანკის სანდოობის ზრდას უკავშირდება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზბეკეთის ცენტრალური ბანკის შესაძლებლობები თარგეთირების რეჟიმის სრული იმპლემენტაციისთვის, უკვე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესებულია. აღნიშნულ შეფასებას იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც მომდევნო წლის ბოლოსთვის ინფლაციის 5%-იან მიზნობრივ მაჩვენებლამდე შენელებას პროგნოზირებს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მიუხედავად. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ უზბეკეთში დიზინფლაცია გაცვლითი კურსის სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და – პირიქით. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობოდა ჩვენი პროგნოზი სუმის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ჯერ კიდევ 2024 წელს, რაც მაშინ საბაზრო კონსენსუსს არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოების პროგნოზი გაცვლითი კურსის სტაბილურობასაც მოიაზრებს.

უახლესი დინამიკის კუთხით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.1% შეადგინა, ხოლო გაწლიურებულმა თვიურმა ინფლაციამ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით – 5.9%. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში გაწლიურებული თვიური ინფლაცია პირველად მიზნობრივ მაჩვენებელსაც ჩამოსცდა და 4.1%-მდე შემცირდა. გარდა იმისა, რომ გაცვლითი კურსის სტაბილურობა იმპორტული ფასების არხით დიზინფლაციას უწყობს ხელს, ძალზე მნიშვნელოვანია გავლენა ინფლაციურ მოლოდინებზეც. ამ მხრივ, ცენტრალური ბანკის გამოკითხვაში მონაწილე იმ რესპონდენტების წილი, რომლებიც გაცვლითი კურსის მერყეობას ინფლაციური მოლოდინების ფორმირებისთვის წამყვან ფაქტორად მიუთითებენ, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ისტორიულ მინიმუმზეა.

ინფლაციისა და გაუფასურების შემცირებული მოლოდინები, თავის მხრივ, საპროცენტო განაკვეთების კლებასაც მოიაზრებს. ამ კუთხით, აღსანიშნავია, რომ აპრილში უზბეკეთმა ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული 3-წლიანი სუვერენული ობლიგაცია ბირჟაზე 12.25%-იანი განაკვეთით განათავსა. იმის ფონზე, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 14%-ია, ეს ბაზარზე განაკვეთების კლების  მოლოდინებზე მიუთითებს, რაც ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია. საყურადღებოა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე სუმის ჰეჯირების ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ხარჯები, ასევე საშუალო და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები, მათ შორის კერძო საბანკო დეპოზიტების, ჩვენი შეფასებით, ჯერ კიდევ ზედმეტად მაღალი რჩება. ამდენად, კვლავ მიმზიდველია ადგილობრივი ვალუტის შედარებით გრძელვადიანი პროდუქტები, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში გაანგარიშებით.

გარდა ამისა, განაკვეთების მოსალოდნელი ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პოზიტიურად იმოქმედებს ადგილობრივი კომპანიების ღირებულებაზეც. კერძოდ, ცნობილია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება კომპანიების საბაზრო ფასს ზრდის. ანალოგიურად, სუმის ნაკლები გაუფასურება და, მით უმეტეს, გამყარება, უზბეკეთში სხვადასხვა სექტორში საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების მეტ დოლარის ეკვივალენტს ნიშნავს.

რისკების მხრივ, წამყვან პოზიციაზე კვლავ გეოპოლიტიკური მოვლენებია. როგორც ყოველთვის, აღვნიშნავთ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ შეიცვლება უზბეკეთის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების – ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის – ვალუტები. იუანის, რუბლის ან/და ევროს მატერიალური გაუფასურების შემთხვევაში, გარკვეული გადაცემა სუმზეც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის ზემოაღნიშნული სტრუქტურული მდგრადობა ეფექტს ნაწილობრივ გაანეიტრალებს. ამასთან, ხაზგასმას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ამჟამად სუმი სტაბილურობას ინარჩუნებს – და მყარდება კიდეც – ოქროზე ფასების კლებისა და აშშ დოლარის გლობალური გამყარების ფონზე, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, უზბეკეთის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი პოტენციური სტრესული სცენარია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს არგუმენტს, რომ დაბალი ოქროს ფასები ავტომატურად სუმის გაუფასურებას არ ნიშნავს, და პირიქით, იმ ფონზეც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ბოლოდროინდელი მერყეობის მიუხედავად, ოქროს ფასები ისტორიულად კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამ მხრივ, მკითველისთვის საინტერესოა თიბისი კაპიტალის 2 აპრილის პუბლიკაცია „ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში“.

რაც შეეხება სხვა საშუალოვადიან ფაქტორებს, საგარეო ბალანსი უმჯობესდება, საინვესტიციო ნაკადები და საერთაშორისო რეზერვები მკვეთრად გაზრდილია, დაკრედიტების ზრდა კი ნორმალიზდა. საერთო ჯამში, ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომ მოსალოდნელია უზბეკური სუმის საპროცენტო განაკვეთების შემდგომი კლება და სუმის გაცვლითი კურსის, სულ მცირე, ნაკლები გაუფასურება – შესაძლოა, დამატებით გამყარებაც კი. უფრო მეტი ანალიტიკა პუბლიკაციის სრულ ვერსიაშია წარმოდგენილი.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007496-the-uzs-yes-its-all-about-inflation-targeting

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved