• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
14:38 04-30-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

თიბისის მხარდაჭერით, სექტემბრიდან თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი – SIST – იწყებს ფუნქციონირებას. სასწავლო ცენტრი მოსწავლეებს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ განათლებას შესთავაზებს. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ დოლარს აჭარბებს, საიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ თიბისის დაფინანსებულია.

SIST-ის პირველი კამპუსი დადიანის ქუჩაზე მდებარეობს და სასწავლო პროცესს 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყებს. კამპუსი 4,300 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა აერთიანებს თანამედროვე ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკასა და სპორტულ დარბაზს.

SIST განსაკუთრებულ ყურადღებას პრაქტიკული და თანამედროვე უნარების განვითარებას უთმობს. STEM მიმართულებების (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ინტეგრირებული სწავლება, მცირე ზომის კლასები და თითო კლასში ორი მასწავლებელი ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველყოფს. სწავლება მრავალენოვანია და მოიცავს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებს.

სკოლაში 50-მდე გამოცდილი პროფესიონალი მუშაობს. შვეიცარიის წამყვან საგანმანათლებლო ცენტრებთან თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიური გუნდი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაშია ჩართული. ხოლო ადმინისტრაციულ გუნდს მენეჯმენტის მიმართულებით მიღებული აქვს განათლება მსოფლიოს ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორებიცაა: University College London და Harvard Business School.

მომდევნო ეტაპზე სკოლა ქსელის გაფართოებასა და დამატებითი კამპუსების გახსნას გეგმავს.

თიბისი SIST-ის დამფუძნებელ ჯგუფთან 2021 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდში არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული – როგორც კომერციული უძრავი ქონების, ისე პროფესიული განათლების მიმართულებით. სკოლის გახსნა ამ პარტნიორობის კიდევ ერთი, ახალი ეტაპია.

განათლების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო სამ წელში ბანკის პორტფელი ამ მიმართულებით გაორმაგდა და 190 მილიონამდე ლარს შეადგენს. მსგავსი პროექტების ხელშეწყობით, თიბისი ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე სწავლების მეთოდების დანერგვას და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობას.

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved