• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონგრესმენების ნაწილი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
13:59 07-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
695

ჰელსინკის კომისიის ლიდერები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ.

წერილში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს, მოწოდებულია ივანიშვილისა და “მისი ახლო წრის” სანქცირება, “საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად.

წერილს ხელს აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჰელსინკის კომიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, რომელიც MEGOBARI აქტის ავტორია, დემოკრატი სტივ კოენი, რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და დემოკრატი მარკ ვისი.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დანიშნული სავიზო სანქციების ფონზე, დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა თქვა, რომ “ადგილზე მომხდარი მოვლენების ტემპი და სიმძიმე” მათ აფიქრებინებს, “რომ სასწრაფოდ მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოსახლეობის დასაცავად”.

“ცხადი უნდა იყოს, რომ საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი აგენტები ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად თავისუფლად ვერ ინადირებენ ქართველ ხალხზე და თავის ნებაზე ვერ დაესხმებიან თავს მათ დემოკრატიას.” – წერია კონგრესმენების წერილში.

ამას გარდა, კონგრესმენებმა ბაიდენის ადმინისტაციას მოუწოდეს, რომ დაიწყონ მსოფლიო “ქოლცენტრების სქემის” წინააღმდეგ ბრძოლა. მათი თქმით, ე.წ. ქოლცენტრები “არის შავი ფულის წყარო, რომელიც მხარს უჭერს ქართული ოცნების გავრცელებას და ბოროტ პატრონაჟულ სისტემას”.

“მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სა და მეგობრულ სამართალდამცავ სააგენტოებთან კოოპერაციით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ქმედება ამ ქოლცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბით, რათა გაანადგუროს ან შეაჩეროს მათი ოპერაციები.” – წერია კონგრესმენების წერილში.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved