• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონგრესმენები საქართველოზე: ეს არჩევნები საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან აშორებს

ალია ავტორი - ალია
16:22 10-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კონგრესმენები: მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ამერიკელი კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ “ჩატარებული არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს“.

ერთობლივ განცხადებაში ყურადღება საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მიტანილ ანგარიშსწორებასაც ეთმობა და აღნიშნულია, რომ მოცემული ფაქტები “ავტოკრატიული ქმედებები და დემოკრატიიდან მკვეთრად გადახვევაა“.

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით დაირღვა. 

26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ნატოსთვის და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.

სამწუხაროდ, კამპანიის მიმდინარეობისას გამჟღავნებული რიტორიკით, რომლითაც დასავლეთს უკრაინაში რუსეთის დაწყებულ აგრესიაში ადანაშაულებდა, ამასთან, “უცხოური აგენტების” შესახებ კანონმდებლობით, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვაა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ევროატლანტიკური გზის ერთგულება არ დაუდასტურა. 

ეს არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს. 

საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის, ასევე უარის თქმა, გამოიძიონ თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტოკრატიული ქცევა და მკვეთრი გადახვევა დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც საქართველოს ჰქონდა. 

 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი: ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით”, – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved