“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ნოდარ ინანეიშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების დაფინანსებასთან დაკავშირებით ეხმაურება.
საუბარია პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც გახარიამ აღნიშნა, რომ ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.
“ულაპაკაროდ კარგია და მისასალმებელია 200 ერთეული გაზისა და ელექტროენერგიის დაფარვა მთავრობის მიერ მოსახლეობისათვის, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულება მის თითოეულ მოქალაქეზე ვრცელდება თანაბრად. დაყოფა უნდა მომხდარიყო არა მოხმარების რაოდენობის მიხედვით, არამედ ოჯახზე შემოსავლის რაოდენობის მიხედვით (ჩემი აზრით დაყოფა საერთოდ არ უნდა ხდებოდეს , თუმცა ეხლა ამის განხილვის დრო არ არის”
კომენტარები