სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კომუნალურების შეღავათი რა უბედურებაა?! მე არ ვეთანხმები ამ მოთხოვნას! შეღავათი კი არა უნდა დაწესდეს, არამედ 2 თვე კომუნალურის გადასახადიდან უნდა გავთავისუფლდეთ ყველა!
მე მოვითხოვ:
– სახელმწიფომ და ენერგო თუ საკომუნიკაციო ორგანიზაციებმა გადაინაწილონ ზარალი და მომდევნო 2 თვე არ გადაგვახევინონ კომუნალურები ფიზიკურ პირებს! არ არის ეს კოლოსალური თანხები! მაგალითად ჩემს ოჯახში 4 სული ვართ (ორი მოსწავლე ერთი სტუდენტი) და კომუნალურებისთვის (გაზი, დენი, წყალი, დასუფთავება, ინტერნეტი, ტელევიზია) თვეში საშუალოდ 300-350 ლარი გვჭირდება ( ზამთრის პირობებში).
– სამწუხაროდ მე არ ვიცი რამდენი ფიზიკური აბონენტი ჰყავს ამა თუ იმ კომპანიას მაგრამ არა მგონია ეს ძალიან დაატყდეს და ვერ გადაიტანონ! ფულის კეთება ხომ კარგად იციან ხო და კეთილი ინებონ და გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მიმართ!”
კომენტარები