გურამიშვილის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომპანია „ნოვა“ განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად შენობის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
კომპანიის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთის მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
„დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“,-აღნიშნულია განცხადებაში.











კომენტარები