• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა მუშკუდიანი მარკ ცუკერბერგის გუნდს შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
13:57 01-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
147

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ლუკა მუშკუდიანი (2020 წლის გამოშვება) 2022 წლის მაისიდან 12-კვირიანი სასწავლო-სამუშაო პროგრამით შეუერთდება უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას „Meta“. ამის შესახებ კომაროვის სკოლა იუწყება.

„Meta“ კორპორაცია მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, Whatsapp.

ლუკა მუშკუდიანი კომაროვის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას Vanderbilt University-ში განაგრძობს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით.

ლუკას პროგრამაში მოხვედრა მიზნად ჰქონდა დასახული, რადგან  მისი აზრით, პროფესიული განვითარებისთვის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გარდა, პრაქტიკული გამოცდილებაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

„მეტაში“ განაცხადის შეტანა დამსაქმებლისთვის პორტფოლიოს გაგზავნით დაიწყო. მალევე, კომპანიამ ტექნიკური ინტერვიუ დაუნიშნა, რომლის მიზანიც ლუკას შესაძლებლობების შემოწმება იყო. ამ ინტერვიუსთვის რამდენიმე კვირა ემზადებოდა, რამაც შედეგი გამოიღო და რამდენიმე გასაუბრების შემდეგ დადებითი პასუხი მიიღო.

ლუკა კომპანია “მეტას” სათაო ოფისში, კალიფორნიაში, 12-კვირიან სასწავლო-სამუშაო პროგრამას გაივლის და მისი მენტორი “მეტას” მაღალი პოზიციის გამოცდილი ინჟინერი იქნება. ლუკას ასევე საშუალება აქვს აირჩიოს სასურველი მიმართულება და „მეტას“ ტექნიკურ გუნდთან ერთად იმუშაოს.

„მეტაში“ მუშაობა დიდი გამოცდილებაა, როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით. საინტერესო და კომპეტენტური გუნდი ლუკას დაეხმარება გაიღრმაოს ცოდნა ციფრული სამყაროს შესახებ და გაეცნოს როგორ მუშაობს მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი.

კომაროვში სწავლის პერიოდში ლუკამ  მათემატიკის წრეზე სიარული ადრევე დაიწყო, ხოლო მეათე კლასიდან საქართველოს მათემატიკის ნაკრების წევრი გახდა. მეთორმეტე კლასში კი საქართველოს ინფორმატიკის ნაკრებს შეუერთდა. ორივე მიმართულებით მოპოვებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიადის მედლები. როგორც ლუკა იხსენებს საერთშორისო წარმატების მიღწევაში კომაროვის წრეებსა და მასწავლებლებს უდიდესი როლი მიუძღვით, ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილებამ კი შემდგომი აკადემიური და პროფესიული წარმატება განაპირობა.

ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს,  ლუკა ურჩევს, რომ დამოუკიდებლად (ინტერნეტიდან) ისწავლონ პროგრამირების სხვადასხვა სფერო, რადგანაც თითქმის ყველა სფეროში მოთხოვნადია. ასევე მეგობრებს, კომაროვის ამჟამინდელ თუ მომავალ მოსწავლეებს, საკუთარი გამოცდილებიდან ურჩევს, დაისახონ მიზანი, რადგანაც თავდაუზოგავი შრომის შემთხვევაში განვითარება გარდაუვალია.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved