• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოლეგებო, არ მოშორდეთ ტყვე-პატიმრის საკანს, გააპროტესტეთ თქვენი პაციენტის მკვლელობის მცდელობა და არ დატოვოთ ის მონსტრ სახელმწიფოსთან მარტო” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
15:56 05-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
458

ექიმი, ნანა გეგეჭკორი:

“ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორმხრივი პროცესია.
პროცესის მონაწილე ორივე მხარე უნდა იყოს დაინტერესებული მკურნალობის წარმატებაში, რომ ჩარევამ სასურველი შედეგი გამოიღოს. პაციენტი უნდა ენდობოდეს ექიმს და ექიმი უნდა იყოს დაინტერესებული პაციენტის გადარჩენაში და ამავე დროს გააჩნდეს შესაბამისი კომპეტენცია.
პრეზიდენტ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლებები დარღვეულია ციხეში ტყვე-პაციენტად გახდომის პირველივე დღიდან.
დიაგნოსტიკის და მკურნალობის არც ერთ ეტაპზე ტყვე-პაციენტ სააკაშვილისთვის არ აღმოუჩენიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მისი დიაგნოსტიკის თუ მკირნალობის ყველა ეტაპი იყო მინიმალურ სტანდარტებზე ბევრად უარესი. ნაწილობრივ ჩახედული ვარ კონკრეტულად ამ პაციენტის სამედიცინო დახმარების დეტალებში და შეუძლებელია პროფესიული თავმოყვარეობა არ შეგელახოს ექიმს, იმდენად აცდენილია ყველაფერს ნორმალურს.
ტყვე-პაციენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაამჟღავნეს სახელმწიფო ორგანოებმა, მასთან შეუთანხმებლად. მეტიც პენიტენციალურმა სისტემამ სრულიად ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა და პაციენტის ექიმთან ვიზიტი ჩაიწერა და ამსახველი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა პაციენტთან შეუთანხმებლად.
ესეც არ გვაკმარეს და პირდაპირ ეთერში გვაყურებინეს ტყვე-პაციენტ სააკაშვილის ციხიდან მოტაცების და ძალით, ციხის საავადმყოფოდ წოდებულ გაუგებარ დაწესებულებაში, მისი ძალადობრივად შეთრევის კადრები.
ყველაფერი რაც ამ ეპიზოდის შემდგომ ხდება ვერასდროს, ვერც ერთ გარემოებაში ვერ იქნება განხილული სამედიცინო დახმარებად.
როცა პაციენტზე “ზრუნავს” სისტემა, რომელიც ამავე დროს მასზე ძალადობს, ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა შეიძლება პოტენციურად შეიცავდეს დაგეგმილი მკვლელობის რისკებს.
საქართველოს კანონმდებლობით (ევროპული და ამერიკული კანონების მსგავსად) პაციენტზე ძალადობა აკრძალული და დასჯადი ქმედებაა. ამავე კანონმდებლობით ნებისმიერ პაციენტს, თუნდაც ყველაზე სასტიკ დამნაშავეს, აქვს სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება.
რა დამოკიდებულება გექნებათ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ეს თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ ტყვე-პატიმარი სააკაშივლის მიმართ გამოჩენილი სასტიკი გულგრილობა საზოგადოების მხრიდან, არის უკიდურესად საშიში მოვლენა. თქვენივე შვილებისთვისაა საშიში იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რასაც ასე გულმოდგინეთ აშენებთ.
ცინიკური, გულგრილი, მკვლელი საზოგადოება არასდროს დაკმაყოფილდება ერთი მსხვერპლით. მას მუდმივად ახალი სისხლი მოსწყურდება და ხვალ ეს სისხლი შეიძლება თქვენი საყვარელი ადამიანისა აღმოჩნდეს.
ისტორიული კანონზომიერებაა, დამნაშავეებს დრო ასამართლებს. აუცილებლად დადგება იმ ექიმების პასუხისმგებლობა, ვინც დღეს ტყვე-პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და რა გინდა რა მიზეზის გამო ითანამშრომლებს სისტემასთან, რომელიც უმწეო ადამიანს აწამებს.
პროფესიული სინდისი, ელემენტარული ადამიანობა და ღირსება თუ გაგაჩნიათ უბრალოდ უარი უნდა თქვათ ამ სისტემასთან თანამშრომლობაზე, არ მოშორდეთ ტყვე-პატიმრის საკანს მანამ, სანამ მას სათანადო დახმარებას არ აღმოუჩენენ. გააპროტესტეთ თქვენი პაციენტის მკვლელობის მცდელობა და თუნდაც რისკების ფასად არ დატოვოთ ის მონსტრ სახელმწიფოსთან მარტო. არ ღირს უსამართლობაში აღებული გასამრჯელოთი შვილების გამოკვება.
როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას უმწეო ტყვე-პატიმრის მკვლელის სახელით, მაშინ როცა თქვენი პროფესიული მოვალეობა მისი გადარჩენა იყო?
კოლეგებო, გთხოვთ, ნუ დაკარგავთ პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, ნუ ითანამშრომლებთ დამნაშავე სისტემასთან და ნუ დატოვებთ უმწეო პაციენტს სიკვდილთან მარტოს…”
თეგები: მიხეილ სააკაშვილინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved