• რეკლამა
  • კონტაქტი
16:45, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მორგოშიამ და მახარაძემ ფული ვერ გაიყვეს” – რუსი ბესედა ქართული პარტია – მედია

ალია ავტორი - ალია
20:58 04-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,867

დღეს “ალიამ” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალტ–ინფოს მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ სახელი და თავმჯდომარე შეიცვალა. ზურაბ მახარაძე დოკუმენტების მიხედვით, აღარც პარტიის თავმჯდომარეა, აღარც გენერალური მდივანი და აღარც ტელევიზიაში ჩანს.

რატომ გაუშვეს სახლში ზურაბ მახარაძე? –  “ტვ პირველის” ინფორმაციით, დიდი განხეთქილება დიდ რუსულ ფულს მოჰყვა, რომელიც ვერ გაიყვეს. მედიის ცნობით, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე ერთმანეთს ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებდნენ – და დაპირისპირება მათ შორის, მორგოშიას გამარჯვებით დასრულდა.

“ტვ პირველის” ცნობით, “საქმე ეხებოდა მოსკოვიდან გადმორიცხული ფულის ფლანგვას – ფული მიიღეს და შედეგი არ დადგა, ამიტომ ალტ–ინფოში ხელების ერთმანეთზე შეწმენდა დაიწყეს. ამ ჯახს ზურაბ მახარაძის პოლიტიკური თანამდებობა შეეწირა.” მათი ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთში პრორუსული პარტიების კურატორი ბესედა დააკავეს, ის რუსეთის უშიშროების სამსახურის მეხუთე სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც საქართველოს და უკრაინას კურირებდა. მისი დაკავება პუტინის ბრძანებით მოხდა და მას ფულის გაფლანგვას ედავებიან.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ФСБ-ს მეხუთე სამსახურის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საგარეო დაზვერვის უფროსი გენერალი ბესედა და მისი მოადგილე შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალად ედებათ, დაზვერვისთვის გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სამსახურს ევალებოდა არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციის მიწოდება კრემლისთვის.

 

“ალია” ესაუბრა ალტ–ინფოს ერთ–ერთ ლიდერს, კოკა მორგოშიას, რომელმაც “ტვ პირველის” გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდი და ტყუილი უწოდა და განაცხადა:

“ჩემსა და ზურაბ მახარაძეს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ბუნებაში არ არსებობს ჩვენ შორის დაპირისპირების მიზეზი. რაც შეეხება იქ ნახსენებ ვინმე ბესედას, საერთოდ არ ვიცი ვინაა და რასაკვირველია, არც მაგასთან გვაქვს რამე ტიპის ურთიერთობა. ზურაბ მახარაძე აღარ არის პარტიის თავმჯდომარე, რადგან მასთან დაკავშირებით გვაქვს სხვა გეგმები. ჩვენ პარტიას არ ჰყავს ბელადები, ყველა ჩვენი წევრი ჩვენთვის ძვირფასია, ასე რომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, პარტიის რომელი წევრი იქნება თავმჯდომარე, რადგან ჩვენი პარტია გადაწყვეტილებებს არ იღებს ერთპიროვნულად – ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ყველანი ერთად.”

ახალი თავმჯდომარე და პარტიის ახალი სახელი – ვინ ჩაანაცვლა ზურაბ მახარაძე

რატომ აღარ არის ზურაბ მახარაძე “ალტ–ინფოს” პარტიის თავმჯდომარე? – კოკა მორგოშია

 

 

თეგები: ალტ-ინფოზურა მახარაძეკოკა მორგოშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved