ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი და კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილები აღარ არის.
ექიმი ამბობს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის გაძლიერება დიდი ეფექტის მომცემი ვერ იქნება.
„ჰოსპიტალურ სექტორზე უკვე დიდი ზეწოლაა. თუკი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პაციენტების რაოდენობა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებამ არ მგონია, რომ განსაკუთრებული ეფექტი მოგვცეს, იმიტომ რომ მშობლებს მაინც აქვთ შფოთვა და მაინც ნერვიულობენ.
ამდენს მაინც ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს. ამჟამად საწოლფონდი შევსებულია, რეანიმაციაში ადგილი აღარ არის“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
კომენტარები