• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კლინიკა “რუსთავის “ირგვლივ დიდი ხანია ისმის საშინელი ისტორიები, პაციენტების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ და ახლა უკვე გარდაცვლილებზეც გადავიდნენ!“

ალია ავტორი - ალია
14:41 01-29-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
282

კლინიკა „რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა წიკლაური წერს. 

„კლინიკა რუსთავში მიცვალებული შეგვიცვალეს!!!! ბებო ჩემო იშვიათი ბებო ძალიან მიჭირს, წარსულით ლაპარაკი, შენ მომავლის გმირი ხარ!! ჯერ ჩვენ უნდა გვქონოდა ყველაფერი, მერე თვითონ და სხვა დანარჩენს;

ჩვენით ხედავდი ირგვლივ ყოველივეს, 9 წლიდან 89 წლამდე შენი ხელ-ფეხი არ გაჩერებულა, 1 ლარიც არ გითხოვია არავისთვის, ერთი წუთიც კი არ წაგირთმევია ჩვენთვის, ერთი საყვედური არ გამიგია შენგან, პირიქით, სულ ცდილობდი შენით მოგეგვარებინა და სარგებელი მოგეტანა შვილებსა და შვილიშვილებისთვის და ასეც იყო!!! თავის ნაშრომსა და ყველა წუთს რომ აფასებდა, ამიტომ აფასებდა ჩვენსას.

ამაგი, ზრუნვა, სიყვარული, ერთგულება, გულწრფელობა, და დიდი იუმორი ეს იყო შენი ბუნება და ამ გარემოში გავიზარდეთ, შენი მონაგრი… ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო, როგორ ვაპატიო კლინიკა „რუსთავს“ შენი გატაცება, დღემდე ვერ გავარკვიე, იქ კრიმინალები არიან თუ მედპერსონალი, უპასუხისმგებლო, უტვინო, უთავმოყვარეო, ყველა სფეროშია, მაგრამ ეს რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა ამას სახელი არ აქვს.

კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა ბებო, დაგვირეკეს „დიდი მწუხარებით“ და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით, სხვას გაატანეს „ყასბები“. ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ…. სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს“, – წერს თეა წიკლაური. 

ჩასწორება:

კლინიკა “რუსთავი” განცხადებას ავრცელებს, რომელაც უცვლელად გთავაზობთ:

“სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “კლინიკა რუსთავში” მოხდა გარდაცვლილი პაციენტების ცხედრების არევა.

აღნიშნულ საკითხს გავეცანით და მოგახსენებთ, რომ სამწუხაროდ გასული წლის დეკემბრის თვეში ერთ დღეს, დაახლოებით ერთნაირი ასაკის მქონე ორი ქალბატონი გარდაიცვალა. ორივეს ოჯახის წევრს ეცნობათ და ადგილზე მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილმა პირადად ნახა გარდაცვლილი დედა და დაადასტურა, რომ ნამდვილად მისი ოჯახის წევრი იყო.

აქვე აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ქალბატონების საკაცეს მითითებული ქონდა მონაცემები(სახელი და გვარი). რის შემდგომაც გაფორმდა საბუთები, ორივე ოჯახმა მოაწერა ხელი და მოხდა გარდაცვლილების გადასვენება კლინიკიდან…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved