• რეკლამა
  • კონტაქტი
13:24, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კითხვას, უნდა ჩამოსულიყო თუ არა მიშა, მხოლოდ ქოცები და ივანიშვილის იდიოტები სვამენ” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ალია ავტორი - ალია
16:44 02-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

ნანუკა ჟორჟოლიანი, “ნანუკას შოუში” ყვება, რომ ერთხელ, სტუმრები ჰყავდა, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდნენ და ერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ასევე იყო მასთან სტუმრად, ზუსტად იმ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც შემდეგ განხორციელებული სახით ვიხილეთ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისას.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

“მიშა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო, უფრო დაგვიანებულიც არისო, მაგრამ თუ მიშა ახლა მაინც ჩამოვა, უნდა იყოს მარტო, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, არ უნდა დახვდეს არავინ, უნდა დაიდოს ხელზე ბორკილი და ჩაბარდეს ივანიშილს, მერე კი ყველა მის გვერდით დავდგებითო. მითხრა, რომ მიშამ ეს გზა უნდა გაიაროს, ბოლოს დააყოლა, რომ მან ეს ყველაფერი მიშას უთხრა.

მიშა მართლა ჩამოვიდა, იგივე სცენარით და ვფიქრობდი ნუთუ ჩემ სტუმრას ამხელა გავლენა ჰქონდა ჯიუტ და პრინციპულ სააკაშვილზე? მით უმეტეს ამხელა გავლენა ჰქონდა მის გადაწყვეტილებებზე? შეუძლებელი იყო ეს ჩვეულებრივი დამთხვევა ყოფილიყო.

ვისაც არ უნდა ერჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ამ გზის გავლა, ყველა იმ მძიმე განსაცდელის მიუხედავად რაც მიშამ გაიარა, ეს იყო ყველაზე გამართლებული რისკი.

რაც არ უნდა დაკარგულად ჩანდეს მიშას თემა, ყუველაზე რადიკალმა ქოცმაც კი იცის, რომ თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, თუნდაც რამდენიმე დღით, ნიშნავს ივანიშვილის გადასვლას ოპოზიციაში…

ამიტომ, კითხვას, უნდა ჩამოსულიყო თუ არა მიშა მხოლოდ ქოცები და ივანიშვილის და პუტინის იდიოტები სვამენ. ვისაც ივანიშვილის ხელისუფლების რეალურად შეცვლა უნდა, ამ საკითხს არც კი განიხილავს. ეს გზა მას აუცილებლად უნდა გაევლო

მიშა არ უნდა ჩამოსულიყო – მოსაზრება მხოლოდ იმიტომ შეიძლება არსებობდეს, რომ საკუთარი უსუსურობა გავამართლოთ. ფაქტია მეხუთე თვეა გარეთ ვერაფერი გავაკეთეთ და მიშას ბრძოლის ფონზე, იმდენად სუსტები აღმოვჩნდით, უამრავი მხარდაჭერის ქუჩაში გამოსვლის მიუხედავად, ისე დავიქსასეთ ყველა, ლიდერიან-რიგითიანად, რომ ალბათ, მიშა მართლა არ უნდა ჩამოსულიყო, იმიტომ რომ ასეთი უმოქმედოებიც არ გამოვჩენილიყავით.”

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ისმის, “ენმ”-ის თავმჯდომარე ნიკა მელია, როგორ ეუბნება მომხრეებს, რომ წინააღმდეგი იყო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის. მოგვიანებით, მან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “დიახ, მე ვიყავი მიშას ჩამოსვლის წინააღმდეგი და ეს მოსაზრება არა მხოლოდ პირად საუბრებში არამედ საჯაროდაც არაერთხელ დამიფიქსირებია. დიახ, მე, ისევე როგორც მიშა, არ ვთვლი, რომ მიშას თავისუფლება არის ერთადერთი იდეა- რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილინანუკა ჟორჟოლიანინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved