კიდევ ერთი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ „ანას ბაღში“. როგორც ბაღის ერთ-ერთი მცველი აცხადებს, სამშენებლო კომპანიის დაცვის სამსახურმა მოსახლეობაზე იძალადა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოქალაქე აცხადებს, რომ დარბეულია ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ გაშლილი კარავი. პოლიციის თანამშრომლებმა კი მოქალაქეები ძალადობისგან არ დაიცვეს.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ.
ნიუპოსტი
კომენტარები