• რეკლამა
  • კონტაქტი
08:15, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კი არ გთხოვთ, მოვითხოვთ!” – ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი შს მინისტრს

ალია ავტორი - ალია
20:43 05-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,790

ნიკო კვარაცხელიას დედა შს მინისტრს მიმართავს და პასუხებს ითხოვს:

“ბატონო მინისტრო!
მოგმართავთ ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, იქნებ ნიკო კვარაცხელიას საათის შესახებაც პირადად თქვენ ფლობთ ინფორმაციას ან პირადად თქვენთან ინახება, საათი რომელიც ქალაქის ცენტრში დახვრეტილ ახალგაზრდას მოპარეს და ალბათ სამომავლოდ შანტაჟისთვის გადაინახეს! ან იქნებ ისიც მითხრათ მეორე საქმედ გამოყოფილი ნაწილი როდის აღსრულდება, ყველაფერს აქვს დასასრული, მოთმინებით, ქრისტიანული მორალის დაცვით და განსაზღვრული უფლებებით მივუყვები საქმეს მაგრამ საპირისპიროდ ჩვენ განადგურებული დედები თითქოს ვტყუით (ან ვიღაცში სინდისის და სულის ერთმანეთთან შეჯახებით სიმართლე  რომ აღმოიფრქვევა, ის უკვე ცრუობს)
არა ბატონო მინისტრო! ამაზე უკვე ვეღარ დაგეთანხმებით, ვეღარ დაგიჯერებთ რომ თქვენ ნიკო კვარაცხელიას  საქმეს გახსნით და ხელისგულზე დადებულ საქმეს ოდესმე ბოლომდე მიიყვანთ!
იქნებ ძიება შეწყვიტეთ კიდეც, ან დამკვეთებს და მათ ხელშემწყობებს მომავალი ტერორისტული აქტისთვის ამზადებს მავანი!!!
ვითხოვ პასუხს, პირადად თქვენგან  ასე ღიად  და საჯაროდ, სად არის ჩემი შვილის საათი, რა მოტივით მომიკლეს შვილი და როდის აღსრულდება სამართალი???
ქრისტიანულად მე  განადგურებულმა დედამ  მათ შევუნდე და დავძინე კიდეც ამ ქვეყანაში დაე ნიკო იყოს ბოლო და უკანასკნელი მეთქი მაგრამ საპასუხოდ რა მივიღე???
ორი წელი გადის და საქმე
არ მიგიყვანით ბოლომდე მაშინ როცა ერთ საათში სრულიად საქართველომ იცოდა რომ ნიკო კვარაცხელია მოუკლეს ქვეყანას როგორც წარმატებული ახალგაზრდა!!!
ყველა გახმაურებული საქმე  ბოლომდე უნდა მივიდეს (თანავუგრძნობ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს) ყველა ადამიანის, ახალგაზრდის  უფლება დაცული უნდა  იყოს ამ ქვეყანაში, ჩვენ განადგურებული ოჯახები უკვე კი არ გთხოვთ
მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
P.S. დღეებია არ ცხრება ინტერესი იქნებ ნიკოც რამე სახით იყო ქოლცენტრებთან დაკავშირებულიო, ნამდვილად არა, მაგრამ ნიკო და თავისი გუნდი, მისი თანატოლი ახალგაზრდები უდავოდ იქნებოდნენ რისხვა ყველა უკანონო ქმედებისა ამ ქვეყანაში, ამიტომაც ესროლეს,
მაგრამ ვერ მოკლეს!!!
მინდა ყველამ იცოდეს ნიკო კვარაცხელიას საქმეზე სასჯელს მხოლოდ ორი სულგაყიდული ახალგაზრდა იხდის რომლებსაც თვალებში რომ შეეხედათ  ჩემი ნიკოსთვის ვერ ესვროდნენ!
სიყვარული სცვიოდა ჩემს ბიჭს თვალებიდან!
ბატონო მინისტრო, რომ არა თქვენი განცხადება ნამდვილად არ ვფიქრობდი სწორედ დღეს ხმაურს!
P.S. ფოტო კი ძალიან გვიყვარს და ამიტომ გიზიარებთ, ასე დაგვცქერის ჩვენი ბიჭი, ანა კი თავის მონაცვლედ დაგვიტოვა”

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, საგრადა-ფამილია and ცათამბჯენი გამოსახულება
შეგახსენებთ, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

 

თეგები: ვახტანგ გომელაურითამარ ბაჩალიაშვილითემირლან მაჩალიკაშვილის საქმენიკო კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved