მთავარი არხის ინფორმაციით, აბასთუმანში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმროს, მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“მთავართან” “ავტოგრაფ ქოლექშენის” წარმომადგენელი ამბობს:
“არ გადმოვარდა, გადმოხტა. აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო, სუიციდის მცდელობა, არის ელიტა ბურჯის თანამშრომელი, არიან თვითმხილველები და გამოძიების ოქმში აღწერილია ზუსტი დეტალები. ობიექტზე, მას კონსტრუქციაზე სამუშაო არ ჰქონია იყო ამწის თანამშრომელი და ავიდა მშენებლობაზე, რომ შეგნებულად გაეკეთებინა”
შეგახსენებთ, რომ 38 წლის კაცს ხერხემალი აქვს დაზიანებული.
კომენტარები