• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხვალ შეიძლება ბიძინა აღარ იყოს. და მერე? რა მოდის მის შემდეგ? ახალი კერპი?” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
19:09 07-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
495

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

გინდათ გეწყინოთ, გინდათ არა…
ყველაფერზე მსჯელობთ. რაზნიციდან დაწყებული, ირმის ნახტომით დასრულებული. ყველაფერზე, გარდა ერთისა… როგორი სახელმწიფო გვინდა?
ამდენი პარტიაა. ამდენი ექსპერტია. ამდენი ანალიტიკური ცენტრია. ამდენი ფონდი. ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამდენი პროფესორი. ამდენი „მოაზროვნე“.
მაგრამ ერთი ფუნდამენტური კითხვა არავის დაუსვამს: რა სახელმწიფოს ვაშენებთ?
ხვალ შეიცვალა ხელისუფლება… და მერე?
ერთი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აკრძალავს. მეორე საპატრიარქოს წარმომადგენელს შეიყვანს მინისტრთა კაბინეტში. მესამე თამადის ინსტიტუტს გააძლიერებს. მეოთხე ახალ ეროვნულ იდეოლოგიას გამოაცხადებს. მეხუთე ევროკავშირს დაიფიცებს. მეექვსე რუსეთს.
და მერე? სახელმწიფო როგორი იქნება? როგორ იმუშავებს?რა იქნება მისი მთავარი ღირებულება? როგორი სასამართლო გვინდა? როგორი ეკონომიკა? როგორი განათლება? როგორი უსაფრთხოების სისტემა? როგორი ციფრული სახელმწიფო? როგორი საჯარო სამსახური? როგორი ადგილობრივი თვითმმართველობა? როგორი პოლიტიკური სისტემა? როგორი სახელმწიფო მართვის მოდელი? ამაზე ვინმე საუბრობს?
კი, ბატონო, ხვალ შეიძლება ბიძინა აღარ იყოს. და მერე? რა მოდის მის შემდეგ? ახალი გვარი? ახალი სახე? ახალი კერპი? ისევ ძველი სახელმწიფო ახალი მმართველით?
აი, წარმოიდგინეთ, კაცი რომ გეტყვით: „ყველაფერს შვილებისთვის ვაკეთებ.“ და ჰკითხავ: „კონკრეტულად რას?“
და პასუხი არ ექნება. ვაცმევ , ვაჭმევ, ვასწავლი – არ არის ყველაფერი, ეს არაფერია.
ზუსტად ამ მდგომარეობაშია დღეს ქართული პოლიტიკაც. ყველა ამბობს, რომ საქართველოსთვის იბრძვის. მაგრამ რა საქართველოსთვის? რა სახელმწიფოსთვის? როგორი მოდელისთვის? ამაზე პასუხი თითქმის არავის აქვს.
პოლიტიკური დღის წესრიგი ვერ იქნება მხოლოდ ბენზინის ფასი, პენსიის ოდენობა, კორუფცია, არჩევნები ან ხელისუფლების შეცვლა. ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს პოლიტიკა არ არის. ეს მიმდინარე პრობლემებია.
პოლიტიკა იწყება იქ, სადაც იწყება სახელმწიფოს ხედვა.
დღეს კი ყველაზე დიდი დეფიციტი საქართველოში სწორედ ეს არის – სახელმწიფოს იდეა.
საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლება კი არა, სახელმწიფოს იდეის არარსებობაა. ეგ იდეა რომ არსებობდეს – ეს ხელისუფლება თავისთავად ვერც იარსებებდა ამ ფორმით და ამ შინაარსით.
თუმცა აქ ხომ მთავარია, “კუტოკი” რას ამბობს ან “ფეისი” – ეგაა მერე დღის წესრიგი. ვაი, შენ უბედურო საქართველო…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved