ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“გრიგოლ ხურცილავას [ვინც მკვლელობა აიღო საკუთარ თავზე ] ჩვენებიდან :
გამომძიებელი : გიორგიმ ვინმეს ხომ არ დაურეკა ან მას ხომ არ დაურეკეს ?
გრიგოლ ხურცილავა : მანქანით მგზავრობისას, ზუსტად არ მახსოვს – თვითონ დარეკა თუ მას დაურეკეს, მაგრამ საუბრისთვის ყური არ მიმიგდია…
ამტკიცებს, რომ თითქოს ეს ხდებოდა 04:00-დან 04:30-მდე. ამტკიცებს, თითქოს მანქანაში იჯდა და გიორგიმ ტელეფონზე ისაუბრა.
სინამდვილეში : გიორგის ბოლო სატელეფონო ზარი იყო სიმამრთან 02:17 საათზე. მას შემდეგ გიორგის არც ვინმესთვის დაურეკავს და არც მასთან შესულა ზარი.”
კომენტარები