• რეკლამა
  • კონტაქტი
12:23, სამშაბათი, 3 ოქტომბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხოშტარია კიდევ 8 პირის დასანქცირებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
15:32 06-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად კიდევ 8, სასამართლო სისტემასთან დაახლოებული პირის დასანქცირება მოითხოვა. 

 

“დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ოლიგარქიული მმართველობის კიდევ ერთი საყრდენის, სასამართლო სისტემის ადამიანების სია, რომლებიც ჩვენი აზრით უნდა მოხვდნენ სანქციებში.

1. მიხეილ ჩინჩალაძე- ჯერ კიდევ წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მაგალითად ლევან მურუსიძე, მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.

2. ლევან მურუსიძე- გახსოვთ ალბათ, ლევან მურუსიძე გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება, მათ შორის არც პოლიტიკურ კამპანიებში და პოლიტიკური განცხადების და თავისი მიკერძოებულობის ჩვენებას. მას ღიად ეძახიან ლიდერს ამ სისტემაში. ის არის კლანური, მაფიოზური სასამართლო მმართველობის ლიდერი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული.

3. შალვა თადუმაძე- ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გაამწესეს პროკურატურაში იმისთვის რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უკვე უზენაეს სასამართლოში, იმისთვის რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა.

4. გიორგი მიქაუტაძე- ეს არის ასევე უვადო მოსამართლე უზენაესში და ის იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი, მაშინ როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა და ის ასრულებდა აბსოლუტურად ღიად, ყველა პოლიტიკურ დავალებას.

5. ლაშა ჩხიკვაძე- ნიკა გვარამიას მოსამართლე, რომელიც პრაქტიკულად ნაწილობრივ სანქცირებულიც არის, ის არ გაუშვეს ამერიკაში. ამ ადამიანს 2015 წელს უკავშირდება ავტოსაგზაო შემთხვევა სადაც დაიღუპა ადამიანი, მას შემდეგ გაიხსნა საქმე და საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისათვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და მან შეასრულოს პოლიტიკური დავალებები. გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელზეც მყისიერად მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა და amnesty international-მა მოუწოდა საქართველოს, რომ ის დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული, ამიტომ რა თქმა უნდა, ლაშა ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი სიმბოლო პოლიტიკური მართლმსაჯულების.

6. ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები- ძმები, ოჯახური ბიზნესი კლანური, რომელთა ხელშიც გადის და გადიოდა თავიდანვე ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე, რამდენიმეს ჩამოვთვლი, ეს არის კაბელების საქმე, ციანიდის საქმე, რურუას საქმე. ამ ძმებს გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები.

7. ირაკლი შენგელია- ეს არის შედარებით ჩრდილში მყოფი, მაგრამ ერთ-ერთი საყრდენი ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ყავს დასაქმებული ამ სისტემაში და თქვენ ალბათ მოგისმენიათ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, რომ ეს კლანური სისტემა მათშორის ეყრდნობა ნათესაური კავშირების ძალიან მყარ გაჯერებას სასამართლო სისტემაში.

8. სერგო მეთოფიშვილი- საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები.”

 

10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, ელენე ხოშტარიამ ასევე 5 “პატარა ოლიგარქის” დასანქცირება მოითხოვა:

დავით ხიდაშელი,

ირაკლი რუხაძე,

ოთარ ფარცხალაძე,

ვანო ჩხარტიშვილი

და უჩა მამაცაშვილი.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიელენე ხოშტარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,მოსალოდნელია, ეს შენობები წამოიქცეს, როგორც შანხაიში მოხდა 10 წლის წინ” – სიცოცხლისთვის საშიში მრავალსართულიანი კორპუსები (ნაწილი მესამე)
ახალი ამბები

,,მოსალოდნელია, ეს შენობები წამოიქცეს, როგორც შანხაიში მოხდა 10 წლის წინ” – სიცოცხლისთვის საშიში მრავალსართულიანი კორპუსები (ნაწილი მესამე)

21:05 10-02-2023
„რუსეთის ფეესბემ უამრავი ხალხი ამ მეთოდით დაწამლა, ასე ეცადნენ ჩემს მოკვლას და ასე მოწამლეს ბაჩალიაშვილიც“ – კონრად ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„რუსეთის ფეესბემ უამრავი ხალხი ამ მეთოდით დაწამლა, ასე ეცადნენ ჩემს მოკვლას და ასე მოწამლეს ბაჩალიაშვილიც“ – კონრად ბაბუნაშვილი

15:57 10-02-2023
„ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ მან დუმილი არჩია… ის ამ სიჩუმით ორ კურდღელს დაიჭერს“
ახალი ამბები

,,ივანიშვილი ოქტომბერში გააკეთებს განცხადებას… ვინ გაერთიანდება ,,გაცოცხლებულ” ,,მოქალაქეში” – რას ამბობს დავით ჭიჭინაძე

22:41 09-29-2023
სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!
ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

19:51 09-26-2023

ბიზნესი

1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში – „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი  პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა
ახალი ამბები

1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში – „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი  პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა

13:25 10-02-2023
თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

12:37 09-29-2023
რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?
ახალი ამბები

რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?

20:31 09-28-2023
ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს
ახალი ამბები

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

15:52 09-28-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved