• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხომ არ დადგა საქართველოს უკან, რუსეთთან დაბრუნების დრო? – რუსეთის გენერალი

ალია ავტორი - ალია
03:11 12-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,877

რუსეთის ფედერაციის გენერალი, ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების რაზმის, “ახმატის” მეთაური აპტი ალაუდინოვი ქართველებს გეორგიევსკის ტრაქტატს ახსენებს და სვამს კითხვას, ხომ არ მოვიდა დრო, რომ საქართველო რუსეთთან დაბრუნდეს?

 

“ამერიკელების მიერ დაფინანსებული ადამიანების მცირე ჯგუფი მართავს მიტინგებს და ცდილობს საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას. ხომ არ დადგა დრო იმისთვის, რომ ქართველი ხალხი უკან დაბრუნდეს რუსეთთან? იმ ურთიერთობებთან, რომლებიც ჩვენ გვქონდა. ასე უნდა დასვათ საკითხი. რუსეთი ისევ იქ დგას, სადაც ადრე იდგა როცა ოსმალური ხალიფატისაგან გამოქცეულმა საქართველომ დახმარება სთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატი. რუსეთს ხომ არ დაუპყრია საქართველო? საქართველო მოვიდა რუსეთთან და თურქებისაგან გადარჩენა სთხოვა. სად წავიდა გენეტიკური მეხსიერება ქართველებისა, რომლებიც ქართველებად და საქართველოდ რუსეთის წყალობით დარჩნენ. ახლა მოვიდა დრო როცა ქართველებმა ეს უნდა გაიხსენონ და თქვან, რუსებო ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვიყავით, ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და თქვენს გვერდით ვიდგებით. ასეთ შემთხვევაში საქართველო მოიგებს. თუ საქართველო ამას არ დათანხმდება და არ იმოქმედებს, დამიჯერეთ, ადრე თუ გვიან ქვეყანას შეანჯღრევენ, ჩამოგადებენ იმ ხელისუფლებას [“ქართული ოცნება”], რომელიც პროქართულია და არა პრორუსი. შეცვლიან ხელისუფლებას, რომელსაც ქართველების კარგად ყოფნა უნდა იმ ხელისუფლებით, რომელსაც ამერიკელების, ევროპელების და “დიპ სტეიტის” კარგად ყოფნა ენდომება”, – განაცხადა ალაუდინოვმა.

 

ცნობისთვის, გეორგიევსკის ტრაქტატით,  მოსკოვმა 1783 წელს აიღო ვალდებულება ქართლ-კახეთის დაცვაზე, თუმცა, 1795 წელს, გენერალ-მაიორმა ტოტლებენმა მარტო დატოვა ერეკლე II და მისი არმია აღა მაჰმად ხანის ლაშქრის წინააღმდეგ. 1801 წელს რუსეთმა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის ანექსიაზე – ტრაქტატი, ცხადია, ასეთ რამეს არ  ითვალისწინებდა. 1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც,  ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved