მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
“უცნაური და საზარელი სიტყვაა, ბავშვობიდან რომ მაფიქრებდა: რაღაცნაირი ხისტი, მათრახივით მოქნეული და თან საშიში და ბოლომდე გაუგებარი.
“მსახვრალი”, მომყოლი სიტყვათშეთანხმებით “მსახვრალი ხელი”
დღეს რაც მოხდა ბოლო 24 საათის განმავლობაში – ტრაგედია გურიაში, ღარიბაშვილის მორიგი კატასტროფა, საფეხბურთო სირცხვილი და ბოლოს კინოარქივში ფირების ორიგინალების ხანძრის შედეგად განადგურება – აი ეს ყველაფერია ქართული ოცნების “მსახვრალი ხელი”, რომელიც ანადგურებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ქვეყანას, ერს.
ქართული ოცნება არის მსახვრალი.”
კომენტარები