• რეკლამა
  • კონტაქტი
18:47, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელებს კანონის დაცვისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ, “სალაპარაკოს არმიცემისკენ” – ბერდია კალანდია

ალია ავტორი - ალია
21:06 05-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,948

ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:

დღეს, “მტრებად” აცხადებენ ყველას, ვისაც ძალადობაზე ერთხელ მაინც ამოუღია ხმა. ხვალ, ალბათ, ყველა მოქალაქე გახდება “მტერი”, ვინც უსამართლობას არ შეეგუება”.

თეა წულუკიანის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ცდილობს ხელისუფლება ძალადობის გამართლებას, პასუხისმგებლობის არიდებასა და უფრო მეტიც – საზოგადოებაზე გადატანას.

როდესაც პოლიციელები მოქალაქეს სასტიკად უსწორდებიან, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ “გაახარა” ამ ფაქტმა — მთავარი პრობლემა, თავად, ძალადობაა. სახელმწიფოს ვალდებულებაა, მოქალაქე დაიცვას და არა მასზე იძალადოს.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის დამოკიდებულებაა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელებს კანონის დაცვისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ, “სალაპარაკოს არმიცემისკენ”. ანუ, მათთვის მთავარი არა, ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის სიცოცხლე, არამედ, არის ის, რომ საზოგადოებამ ამაზე არ ისაუბროს და არ გააკრიტიკოს.

“გსაყვედურობთ”, ბიჭებოო, ეუბნება უკვე დაკავებულ 6 პოლიციელეს, ამათ, მტრებს, ანუ, ჩვენ, ვინც ხმა გავიღეთ, სალაპარაკო რომ მიეცითო. რა გამოდის? როგორ იგებ, ამას მკითხველო? რომ არ გაგვეგო და სალაპარაკო არ მოგვცემოდა, შენი აზრით, დაუსჯელს დატოვებდა ოცნება ამ პირებს, თუ არა? დამალავდნენ, სალაპარაკო რომ არ მოგვცემოდა, თუ არა?

მე არ ვიცი, ვის შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს, რომ ვინმეს, ვინმეს ცემა გაუხარდა. ოცნების მომხრეებმაც გააპროტესტეს და მათად გაუხარდათ? ახალმა ხელისუფლებამ რომ ადამიანი ცემოს და წულუკიანი ამ დროს იყოს ოპოზიციაში, ანუ, ეს ფაქტი გაუხარდება? მიშას დროს, ადამიანის ცემას ვინც აპროტესტებდა ოცნებიდან, უხაროდათ ადამიანის ცემა? 

და კიდევ — ვისაც ამ ფაქტზე რეაქცია ჰქონდა, “მტრები” ვართ? თუ მოქალაქე ძალადობას აპროტესტებს, ეს მტრობაა? თუ ადამიანი პოლიციის მხრიდან მოქალაქის ცემას გმობს, სახელმწიფოს მტერია?

ხელისუფლებისთვის კრიტიკა მტრობას არ უნდა ნიშნავდეს. სწორედ, ასეთი რიტორიკაა ყველაზე საშიში — როცა განსხვავებული აზრი ავტომატურად “მტრად” ცხადდება. ეს უკვე დემოკრატიის ენა აღარ არის — ეს არის დაშინებისა და საზოგადოების დაყოფის მცდელობა.

თუ პოლიცია საკუთარ მოქალაქეს ურტყამს, საჭიროა არა ძალადობის გამამართლებელი განცხადებები, არამედ, მკაცრი გამოძიება და პასუხისმგებლობის დაყენება.

უსაფრთხოების განცდას ვერ შექმნის სისტემა, სადაც მოძალადე სამართალდამცველია, ხოლო ძალადობის მსხვერპლი მოქალაქე! დამნაშავეების ნაცვლად კრიტიკოსებს ებრძვიან.

ხელისუფლებამ უნდა გაიგოს — პოლიციის ფორმა არავის აძლევს ადამიანის ცემის უფლებას. და ვინც ძალადობას ამართლებს, ყველაზე მეტად სწორედ, ის აზიანებს სახელმწიფოს.

“გსაყვედურობთ, თქვენ მიეცით მტრებს სალაპარაკო” – წულუკიანი დაკავებულ პოლიციელებს

თეგები: ბერდია კალანდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved