ქართული ოცნების წევრი, თეა წულუკიანი, გორში, პოლიციელთა მიერ ადამიანის გატაცებას, წაყვანას და ჯგუფურაც ცემას ეხმაურება და ამბობს:
„მე მინდა ყველა პოლიციელს მივმართო, კიდევ ერთხელ ვუთხრა იმათ, ვინც კანონის დაცვით გვიცავს, ასეთია 99%-ზე მეტი და გვაძლევს ამ ქვეყანაში დაცულობის განცდას, მინდა, მოვუწოდო სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები და მათი აზრით, თქვენ უნდა დაზიანდეთ. გაუხარდათ გუშინ რაც მოხდა, საზარელი სანახავი იყო ეს ყველაფერი და იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, [მინდა] ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო, ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს“














კომენტარები