• რეკლამა
  • კონტაქტი
22:53, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხელისუფლება არჩევნების წინ პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების უფლების აღდგენას, საარჩევნო მიზნით, ამორალურად იყენებს – ლანა გალდავა

ალია ავტორი - ალია
18:53 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

„ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნას გამოეხმაურა. 

როგორც გალდავას განცხადებაშია ნახსენები, „ქართულმა ოცნებამ”, პატიმრების კუთვნილი უფლება გამოიყენა წინასაარჩევნოდ, რაც მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს.  პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, პატიმრებს აღუდგენენ ოჯახებთან შეხვედრის უფლებას. რაც საარჩევნო მიზნებისთვის ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმაა.

„დღეს, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, ,,სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა” გადაწყვიტა, რომ 27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხსნას შეზღუდვა ხანგრძლივ პაემნებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ წელიწადი და შვიდი თვეა ბრალდებულები/მსჯავრდებულები არიან სრულ იზოლაციაში. ,,ლელო” მუდმივად ითხოვდა ზემოაღნიშნულ პირებთან ფსიქოლოგთა დაშვებას, რეაბილიტაციის პროგრამებში მათ ჩართულობას, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის ფუნქციონირებას, ხანგრძლივი პაემნების უფლების აღდგენას, რისკ ჯგუფებში მყოფი პატიმრების გათავისუფლებას, ამნისტიის შესახებ მსჯელობის დაწყებას… ,,ქართულმა ოცნებამ”, როგორც ყოველთვის, პატიმრების კუთვნილი უფლება გამოიყენა წინასაარჩევნო მოსყიდვად. სწორედ პატიმრების ოჯახების ხმების მიღების სანაცვლოდ, ასეთი ცინიკური ფორმით, 27 სექტემბერს, არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე აღუდგენს ოჯახებთან შეხვედრის უფლებას. ზემოაღნიშნული სხვა არაფერია, თუ არა ადამიანების პირადი ცხოვრებით მანიპულირების ერთ-ერთი ფორმა საარჩევნო მიზნებისთვის, რომელიც ლოგიკური გაგრძელებაა უკანონო მოსმენების ამორალური და დანაშაულებრივი ჯაჭვის. მივმართავ პატიმართა ოჯახის წევრებს, მოდით არჩევნებზე და შემოხაზეთ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დაასრულებენ ამ ქვეყანაში თქვენი პირადი ცხოვრებით ბინძურ მანიპულაციებს საარჩევნოდ ხმის მიტანის მიზნით,” – ნათქვამია გალდავას განცხადებაში.

თეგები: ლანა გალდავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved