• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხელები ყელში მოვუჭირე, შეეცადა, მაგრამ ვერ გამაშვებინა” – მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ბიჭის ჩვენება

ალია ავტორი - ალია
15:37 09-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

ამბროლაურში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმეზე სასამართლომ 19 წლის ახალგაზრდებს, იური ქურციკიძეს და ვლადიმერ სამხარაძეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის ლასო აბუთიძე მათ სასტიკად სცემეს, შემდეგ გაგუდეს და იქვე მიატოვეს.

ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებული იური ქურციკიძე დანაშაულს აღიარებს, ვლადიმერ სამხარაძე კი ამბობს, რომ მათ აშველებდა და დანაშაული არ ჩაუდენია. ყველაფერი  ერთი უწყინარი საღამოთი დაიწყო. ლასო აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯებს აქირავებდა. ერთ-ერთი კოტეჯი ახალგაზრდა ქალებმა იქირავეს. მათ ახლობლად სახლში, სარემონტო სამუშაოებზე 19 წლის ბიჭები მუშაობდნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ აბუთიძის მდგმურების გაცნობა გადაწყვიტეს, ქალებმა კი პასუხი არ გასცეს. იური ქურციკიძე და ვლადიმერ სამხარაძე, რომლებიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, გაღიზიანდნენ და ახალგაზრდებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მდგმურებმა კოტეჯის მეპატრონეს, ლასო აბუთიძეს დაურეკეს და ისიც მივიდა.

ჟურნალმა „სარკემ“ დაკავებულების ჩვენებები მოიპოვა. დაკავებული იური ქურციკიძე ყვება, რომ მასსა და ლასო აბუთიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო.

ამის შემდეგ კი, აბუთიძის დახრჩობას შეეცადა.

„მე ერთ-ერთ თბილისელ გოგონას, რომელიც მომეწონა, ვთხოვე, კოტეჯთან გამოსულიყო და ცალკე გვესაუბრა.

გოგონა, რომლის სახელიც ახლა არ მახსოვს, გამომყვა და დავიწყეთ საუბარი.

გამოვიდა ვლასი აბუთიძე, მოვიდა ჩემთან და იმ გოგონასთან, რომელთანაც ვსაუბრობდი. მითხრა, შენ რა ტვინი გაბურღეო და სამჯერ შემაგინა დედის მისამართით.

თავიდან მოვითმინე, ვკითხე, რატომ მაგინებ-მეთქი. მან მკერდში მუშტი ჩამარტყა და ისევ შემაგინა.

მე ვლასი აბუთიძეს ასევე დედის მისამართით შევაგინე, ორივე ხელით ყელში მივწვდი და ხელები მოვუჭირე. ვლასი აბუთიძე შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ხელები ყელიდან ვერ გამაშვებინა, ნათქვამია ქურციკიძის ჩვენებაში.

ბრალდებული ვლადიმერ სამხარაძე ჩვენებაში ყვება, რომ მხოლოდ გაშველებას ცდილობდა და მკვლელობაში ბრალი არ მიუძღვის.

„მათი გაშველება დავიწყე. გაშველებაში გოგონებიც ჩაერთნენ. ამ დროს მივაწექით ჭიშკარს, რომელიც ხის იყო, შეინგრა და ინერციით მიწაზე წავიქეცით. როდესაც წამოვდექი დავინახე იური ქურციკიძე, რომელიც ზურგით იწვა მიწაზე, გულმკერდზე ზურგით ჰყავდა მიბჯენილი ლასიკო აბუთიძე და მკლავები მის კისერზე ჰქონდა შემოხვეული და ახრჩობდა – ამბობს ჩვენებაში სამხარაძე.

პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved