• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხმა უნდა იცოდეს, ეს „ფილარმონია ხალხი“ „ლეიბორისტების“ ოფისში თუ ვერ შეთანხმდა…”

ალია ავტორი - ალია
19:52 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

„გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

„როდესაც „ლეიბორისტების“ ოფისში იყო შეხვედრები, იქ იყო სულ ორი განხილვის საკითხი.

ერთი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორე – შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში, რათა ერთმანეთს კონკურენტები არ დავუყენოთ

იყო ფაქტობრივად სრული კონსენსუსი. ამის მერე თვეების განმავლობაში ასეც გრძელდებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახე, რომ რიტორიკა შეიცვალა.

იმის მაგივრად, აქცენტი კეთდებოდეს იმაზე, რომ ასეთი ტიპის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, ახლა საუბარია, რომ მეორე ტურში დაუჭიროს ყველამ მხარი იმ კანდიდატს, ვინც იქნება გასული.

ეს პრინციპულად სხვა ფორმულაა. მე ამიტომაც დავიწყე კითხვების დასმა. მაინტერესებს, რა მოხდა, რა შეიცვალა. პირადად მე და „გირჩს“ მონაწილეობა არ მიგვიღია არც ერთ ისეთ შეხვედრაში, სადაც საუბარი იქნებოდა ოლქების განაწილებაზე და რაღაც ფორმულის შემუშავებაზე ან წესის შექმნაზე, ამიტომაც დავიწყე საჯაროდ კითხვების დასმა.

თუ ამდენი ხანი იყო მნიშვნელოვანი შეთანხმება, ახლა რატომ ვსაუბრობთ, რომ მთავრია მეორე ტურში ყველამ დაუჭიროს მხარი. არ ვიცი, ამას ვინ აკეთებს.

არ მინდა ვინმეს ხელი დავადო. რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ ეს მეორე ფორმულა, მეორე ტურში გასული კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ, არის მომგებიანი დიდი პარტიისთვის, რომელსაც აქვს იმედი, რომ პირველ ტურში ოლქების უმეტესობაში ის იქნება მეორე ადგილზე.

შესაბამისად, შემდეგ დაავალდებულებს ყველა ოპოზიციურ ძალას, მე დამიჭირეთ მხარიო. ჩემი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ამბავი.

ვთანხმდებით თუ არა, წერტილი უნდა დაისვას, რათა კამპანია დავიწყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც იქნება, თუ პარტიები მაჟორიტარების საკითხზე ვერ თანხმდებიან და ამის გამო ჩაიშალა ერთობა, ამომრჩეველს უფლება აქვს, ეს იცოდეს.

კონკრეტულად ასეთი ცალსახა განცხადება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ ამ ფორმით მივდივართ, საჯაროდ ნამდვილად არ მომისმენია, თუმცა მოვისმინე ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც დღევანდელ რეალობაში უფრო აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

მე მაინტერესებს, თუ დგება შეთანხმება, კარგია, თუ არ დგება, ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ მაინც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, შეთანხმდება ვის გამო არ შედგა და რატომ.

თუ ვერ ვთანხმდებით მაგალითად იმაზე, ხობში ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხალხმა იცოდეს, რომ ხობში მაჟორიტარზე ვერ შეთანხმდა ეს „ფილარმონია ხალხი“, ვინც „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბება და ამის გამო ჩაიშალა ერთობა.

ჩემი ამომრჩეველი ამ კითხვებს სვამს და უფლება აქვს, იცოდეს. თუ ჩენ მართლა გვჯერა, რომ პროპორციული სისტემა არის სწორი და მთავრობამ დათმო 120-30-ზე, ეს ოცდაათიც უნდა გადავათამაშოთ პროპორციული სისტემით, ბოლო კვლევების ან ბოლო არჩევნების შედეგების მიხედვით.

მინიმუმ ეს არის გასაკეთებელი და სწორი. ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, დიდმა პარტიება დათმონ, თუ გამარჯვება უნდათ, სხვა შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ განმეორდეს ის, რაც მოხდა სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, რომ გაიყოს, აქეთ იყვნენ „ნაცები“ და იქით „ქოცები“ და კამპანია ჩაატარონ სისხლიან ხალხზე და ტერორზე, ამის ალბათობა მაღალია.

შესაბამისად, რაც ნაკლები იქნება დიდი პარტიებიდან ეგეთი კანდიდატები, თუნდაც მეორე ტურში, მით მეტია გამარჯვების შანსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved