• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ხალხი თვლის, რომ კონცერტი და ტაშფანდური უადგილოა წალენჯიხაში, მაგრამ ოცნებისათვის ქართული, მეგრული ტრადიციები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს” – წალენჯიხის მერია

ალია ავტორი - ალია
21:09 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,246

წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, ქართულმა ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა გადაწყვეტილება და წალენჯიხაში კონცერტს მართავს.

არსებული მოვლენების ფონზე წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ წალენჯიხაში არ ჩატარდეს საახალწლო ზეიმი და კონცერტი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა შევთანხმდით აღნიშნულზე, ოცნებამ ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და გადაწყვიტა წალენიხაში გამართოს კონცერტი.
ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ არსებული მოვლენების ფონზე, მუნიციპალიტეტის მერია კატეგორიული წინააღმდეგია თვითმარქვია მთავრობის მიერ დაგეგმილი კონცერტის გამართვის. ასევე ასაღნიშნავია, რომ რაიმე სახის ღონისძიებაზე მერიას არ გაუცია ნებართვა და ყველა ღონისძიება რაც გაიმართება ქართულ ოცნების მიერ არის უკანონო. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მიიღონ შესაბამისი კანონიერი ზომები უკანონო ღონისძიებების მიმართ.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ წალენჯიხამ ახლახანს დაკარგა გამორჩეული ადამიანი, არჩეული მერი, გიორგი ხარჩილავა.
ევროპული მომავლისათვის ბრძოლის პროცესში კი ვხედავთ, თუ რამდენი ადამიანია უმოწყალოდ ნაცემი, დასახიჩრებული და უკანონოდ დაკავებული.
სწორედ ამ მიზეზების გამო, მოსახლეობამ სამართლიანად ჩათვალა, რომ კონცერტი და ტაშფანდური უადგილოა წალენჯიხაში. სამწუხაროა, რომ ქართული ოცნებისათვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქართული, მეგრული ტრადიციები და ჯიუტად ცდილობს, მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლას.
მივმართავთ ამ კონცერტში მონაწილე ყველა პირს, რომ უარი თქვან მასში მონაწილეობაზე.
ვაცხადებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია სოლიდარულია ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრის მიმართ და წალენჯიხელებისათვის ძალიან მტკივნეული და მიუღებელია ქართლი ოცნების ზემოაღნიშნული ნაბიჯი, – წერს წალენჯიხის მერია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved