• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ხალხი შიმშილს ებრძვის და შენ ხელფასს იზრდი? ნამუსის ნატამალიც დაკარგე? – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
00:46 12-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, იურისტი, ვალერი გელბახიანი.

– ეკონომიკურ საკითხებზე რას იტყვით? 2020 წელს მოკვდა ქართული ეკონომიკა.

– კი, კი, მოკვდა ჩვენი ეკონომიკა. სადღაა ეკონომიკა? გაჩერებულია ყველაფერი და ვაჭრობას  ეკონომიკას რომ ეძახიან, ეს ეკონომიკა არ არის. წარმოება, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია და  ის მცირედი, რაც იყო, გაჩერდა და სულს ღაფავს, ტურიზმზე ჩამოკიდეს მთელი ეკონომიკა და მოკლეს ტურიზმიც იმ უაზრო რეგულაციებით, რაც პანდემიის გამო დააწესეს. პროდუქცია არ იქმნება, ამ ლოკდაუნმა მთელი საქართველო უმუშევარი დატოვა. ჩვენ ვზივართ იმპორტსა და საგარეო ვალებზე. იმ საგარეო ვალსაც აღარავინ არ მოგვცემს, რადგან  საამისოდ დაწესებულ ზღვარზე ვართ. დეფოლტის წინაშე ვდგევართ და  ეს დეფოლტი მხოლოდ დროის საქმეა.

– ბევრი ცუდი რა მოხდა 2020 წელს, ხელისუფლების ბევრი მცდარი და დანაშაულებრივი ქმედება მახსენდება, მაგრამ ერთზე მინდა შევჩერდე. თბილისის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტი გვარიანად შეამცირა, ეს ფული მოაკლდება ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებს, რაც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდება.  ამ დროს, მერიის სახელფასო ბიუჯეტი 5.5 მილიონით გაიზარდა და ეს თანხა მერიის საქალაქო სამსახურებსა და თბილისის რაიონების გამგეობებზე გადანაწილდება. ამაზე რას იტყვით?

– აი, ამაზრზენი ამბავია ნამდვილად. მეტი რა ვთქვა? ამით ჩანს  თბილისის მერიისა და ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება  ხალხის მიმართ. ფეხებზე მკიდიხართო, კიდევ ერთხელ უთხრეს. ხალხი შიმშილს ებრძვის და შენ ხელფასს იზრდი? ნამუსის ნატამალიც დაკარგე? ვიმეორებ, ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის სოციალური მდგომარეობა, ოღონდ შეინარჩუნონ ისტებლიშმენტი, არ მოაკლონ კეთილდღეობა. თან ხალხის ფულია ეგ ფული, ბიუჯეტის ფული ხალხისაა. ხალხს არ აძლევენ მის ფულს და თავად იზრდიან  ხელფასს. მილიონზე მეტი ადამიანი უმუშევარი და ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დარჩა, ესენი კიდევ რას აკეთებენ?!

– დღე–დღეზე ხელისუფლება თავზე დაემხობათ და რატომ არიან მაინც ასე ბრიყვულად თავდაჯერებულები?

– იმიტომ, რომ ბრიყვები არიან. პარლამენტში მთავრობის დამტკიცებას ვუყურე, კრიტიკის ნატამალი ხომ არ ყოფილა, ერთი კრიტიკული შეკითხვა არ დაუსვამთ არც ერთი მინისტრობის კანდიდატისთვის. იქ იყო ქება–დიდება, რომ ჩვენ მივაღწიეთ ისეთ დონეს, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ ყოფილაო. კი, „მიაღწიეს“, დაანგრიეს ქვეყანა, დაამშიეს ხალხი.  ეს  არ აწუხებთ, უხარიათ, რადგან ქვეყნისა და ხალხის  გაღარიბების კვალობაზე თავად დიდი ფული იშოვნეს.  სახელმწიფოს უკონტროლოდ და უნამუსოდ ძარცვავენ. „ქართული ოცნება“ არის დამნაშავეთა, მტაცებელთა კასტა და ეს ქვეყანა მხოლოდ გამდიდრების საშუალებაა ამ კასტისთვის. ამ ხალხისთვის საქართველო სამშობლო არ არის, მხოლოდ სახრავია. თუმცა, დამერწმუნეთ, ეს მალე დასრულდება, 2021 წელს ახალი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved