• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ივანიშვილი, რით გვანან იცით ერთმანეთს?” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
21:38 11-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
990

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ტვ პირველთან ამბობს:

მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს მხოლოდ მაშინ, როცა შენ მხარეს იქნება წელში გამართული სიმართლე და არა მტკივნეული წარსული კეზერაშვილ–მერაბიშვილის სახით. მე მაქვს ჩემი სიმართლე – ვიცი რა ბრძოლაში შემოვედი. ვერავინ პირში წყალს ვერ დამიგუბებდა, რომ არ მელაპარაკა სიმართლე. ვისაუბრე და ვისაუბრებ, როდესაც ადამიანებს პარტიიდან ყრიან.

მე ზნეობრივ და მორალურ კომპრომისზე რომ წავსულიყავი, ქართული ოცნების მსგავსი მოდელის პარტიაში რომ მდომოდა ბრძოლა, 2013 წელს, ოპოზიციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას ხომ არ შევუერთდებოდი? დღეს ჩემთვის კეზერაშვილი, მერაბიშვილი და ივანიშვილი, რა თვალსაზრისით გვანან იცით ერთმანეთს? ზღვარი წაშლილია –  არც ერთი არ ცდილობს ხალხის ინტერესი გაითვალისწნოს პოლიტიკაში, მათ აქვთ ფული, ამ ფულის საპატრონებლად, მოსავლელად, სჭირდებათ პოლიტიკა, პოლიტიკისთვის კი არ სჭირდებათ ფული. 

პარტიის წევრებს კითხონ, პარტიის ამომჩევლებს, ნიკა მელიას არა – ვინ არის მერაბიშვილი, ვინ არის კეზერაშვილი. 2003 წლიდან, ბევრი შეცდომების კვალდაკვალ ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ როდესაც მძიმე შეცდომებია დაშვებული, ჭკვიანი ხალხი ამ შეცდომებს ითვალისწინებს, ეს პარტია არ შექნილა ფულის საკეთებლად და გარიგებებისთვის. 

ევროპა დეკლარაციის დონეზე კი არ უნდა გინდოდეს, მართლა უნდა გინდოდეს, როდესაც ბედავ საკუთარი თანამებრძოლეების წინააღმდეგ ამის გაკეთებას, უსწორდები შენ თანამებრძოლებს, უღირსობა ის იქნებოდა, სიმართლე რომ არ გვეთქვა. ამ ყველაფერმა გამოიწვია კრიზისი. მიხეილ სააკაშვილსაც მინდა ვუთხრა, იმან კი არ გამოიწვია კრიზისი, რომ მე დავმარცხდი, კრიზისი გამოიწვია იმან, 5 დღეში რომ ყველა გაგვყარეს. 

კეზერაშვილის და მერაბიშვილის ძალისხმევით მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ გახანგრძლივდება, ისინი მას ვერ დაიხსნიან იქედან. 

ნაციონალური მოძრაობის უამრავი წევრია იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც მე ვარ ახლა! 

“ჩემი პასუხი ასეთია” – ნიკა მელია სააკაშვილს

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved