იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, ორმაგი ფემინიციდის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. სარძანას პოლიციამ 50 წლის იტალიელი მამაკაცი დააპატიმრა. მას ცოლის და სიდედრის მოსაკლავად, ქილერის დაქირავებაში ედება ბრალი. გამოძიების ცნობით, მამაკაცი ამ “მომსახურებაში” 30 000 ევროს იხდიდა.
დამკვეთი, დაქირავებულ მკვლელს, დავალების შესრულებამდე ერთი დღით ადრე შეხვდა, მას წინსწრებით 10 000 ევრო უნდა მიეღო, დანარჩენს დავალების შესრულების შემდეგ მიიღებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადრე არაერთხელ ნასამართლევმა ქილერმა პოლიციასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და “საქმის” დამკვეთი, ფულის გადაცემის დროს იქნა დაკავებული.
კომენტარები