• რეკლამა
  • კონტაქტი
13:24, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაცი ფულს გართმევთ “ვალად”, იმიტომ კი არა, რომ თქვენს იქეთ გზა არა აქვს და ახლობელი ხართ, არამედ იმიტომ რომ გამო*ირებული ალფონსია და თქვენი სახით “მეწველი ძროხა” იპოვნა!” – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
11:28 10-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

“კაცი ფულს გართმევთ “ვალად”, იმიტომ კი არა, რომ თქვენს იქეთ გზა არა აქვს და ახლობელი ხართ, არამედ იმიტომ რომ გამო*ირებული ალფონსია და თქვენი სახით “მეწველი ძროხა” იპოვნა!”, – ასე მიმართავს ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაიას ქალებს, რომლებიც კაცებს მისი თქმით ” ფულით” ანებივრებენ.

“ძვირფასო ქალებო, კაცი რომ ფულს გართმევთ “ვალად”, იმიტომ კი არ გემათხოვრებათ, რომ ახლობელი ხართ და თქვენს იქეთ გზა არა აქვს, არამედ იმიტომ რომ გამოსირებული ალფონსია და თქვენი სახით “მეწველი ძროხა” იპოვნა!

არანაირ სესხს არ აძლევთ მაგ თქვენ მიჯნურ კაცებს და მაშინვე მიგატოვებენ, როგორც კი ამოგეწურებათ ეგ ფული ან უკეთეს “მეწველ ძროხას” იშოვნიან.

აღარ შემიძლია, იმდენ მოტყუებულ ქალს ვხედავ… კაცი რომ ფინანსურად კისერზე შეგაჯდებათ, მაგას ფულის მეტი არაფერი უნდა თქვენგან, სულაც რომ საკუთარი ქმარი ან ვაჟიშვილი იყოს – კარგად დაიმახსოვრეთ ეს!

არ უყვარხართ მაგ კაცებს თქვენ, მხოლოდ თქვენი გაჭირებით და მონური შრომით ნაშოვნი ფულის განიავება უნდათ და ნუ მოტყუვდებით მარტივად.

ქალიც ბევრი ვიცი კაცის კმაყოფაზე მყოფი, მაგრამ მანდ შეთანხმება და მოლოდინები მაინცაა ხოლმე მკაფიო:

“ლამაზი ქალი” და “მდიდარი კაცი” ყოველთვის სექსუალური მომსახურების გაცვლას გულისხმობს, ხშირად ქალის მხრიდან მონოგამიასაც და საბოლოო დაოჯახებასაც, სადაც მოტყუებული არავინ რჩება, თუ ცემა და ძალადობა არ დაუწყეს ამ ქალს.

ალფონსების შემთხვევაში კი სრულიად სხვა სქემაა:

ქალს ატყუებენ, რომ უყვართ, ჰპირდებიან ერთგულებას და ქორწინებას, ბოლოს კი ოჯახის ნაცვლად ვიღებთ გაკოტრებულ, ვალდადებულ და გაუბედურებულ ქალს, რომელიც დამატებით ათასი მანიპულაციის და ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მახვერპლია ხოლმე.

მოკლედ, ფულის ჩუქება მოსულა, ოღონდ თავს ნურავის მოატყუებინებთ და დააჩაგვინებთ.

ფინანსურად კისერზე შესმული კაცი უბედურებაა ქალისთვის!

ფინანსურად კისერზე შესმული ქალი კი კაცის უბედურება სულაც არ არის, რადგან კაცები ადვილად იშორებენ ცოლებსა და საყვარლებს, ქალი კიდევ ხშირად მარტო რჩება ღია ცის ქვეშ ბავშვით, უსამსახუროდ და უფულოდ.

ეკონომიკური დამოუკიდებლობა აბსოლუტურად აუცილებელია ქალისთვის (და კაცისთვისაც).

ამ ღატაკ ქვეყანაში შრომით თავის გატანა რომ ძნელია, ვიცი!

მაგრამ მაინც ყველა ქალის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და არა გათხოვება – დედობა პატარა ასაკში”, – წერს პატარაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved