• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კათარზისიდან მილიონამდე – ვალიკო ბაბუს ამბავი

ალია ავტორი - ალია
15:55 01-27-2020
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი – 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

1 182 454 ლარი 77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ შვილმა გამოუარა და სახლისკენ ერთად გაემართნენ, გზად ჯიხურთან შეჩერდნენ. 18 იანვარს „ლოტო 6/42“-ის ბილეთი  შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს – მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა. ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36. კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსრულდა. მანამდე ის და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა. უკვე რვა წელია, საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და  ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.

და მოიგეს! 1 182 454 ლარი!

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს  მილიონერების სტატუსით შეუცვალა.

ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ. პირველ რიგში, მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ და ბიზნესს წამოიწყებენ. კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამოდ დაემშვიდობებიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ კვაჭაძეებს „ლოტო 6/42“ -ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოეს დღეებში საზეიმოდ გადასცემს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved