ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
კარგი ამბები გრძელდება – დღეის მდგომარეობით უკრაინელებმა რუსებს ჩაუძირეს ან დაუზიანეს უკვე 183 გემი აზოვისა და შავ ზღვაში, რაც ასახულია ამ რუკაზე;
აქედან 119 დაუზიანეს აზოვის ზღვაში და 64 – შავ ზღვაში;
მიზანი ნათელია – ყირიმის მომარაგების გარეშე დატოვება და რუსეთისთვის საგარეო ვაჭრობის (ნავთობი, ბენზინი, მარცვლეული) ხაზების ჩაჭრა, რათა გაუჭირდეს მას ომის წარმოება;
მეორე კარგი ამბავი ისაა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ეს უკვე ამოქოქილი პროცესია და მას გაგრძელება აუცილებლად ექნება;
ჩვენ კი, რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობთ რუსეთის ჩამოქცევას.
დიდება უკრაინას და მის შეიარაღებულ ძალებს!











კომენტარები