უსეთის პატრიარქის კირილე აცხადებს, რომ სასულიერო პირები, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
როგორც რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ კარანტინის რეჟიმის დარღვევა ეკლესიაში ადამიანის დაინფიცირებასა და შემდგომ სიკვდილს გამოიწვევს, ასეთი სასულიერო პირების საქმეს საეკლესიო სასამართლო განიხილავს.
სხვა შემთხვევაში კი, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
კომენტარები