• რეკლამა
  • კონტაქტი
01:53, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარანტინიდან გაუშვეს, მთელ სოფელს ეკონტაქტა და 2 დღეში მიაკითხა სასწრაფომ” – დეტალები ინფიცირებულზე

ალია ავტორი - ალია
15:50 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

44 წლის კაცი, რომელიც საკარანტინე ზონიდან სახლში გაწერეს, ორ დღეში კი უკან დააბრუნეს, კოვიდინფიცირებულია.

„პრაიმტაიმს“ ფაქტს ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი უდასტურებს.

პაციენტი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ოჯახის ოთხი წევრი კი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ტიგრან ეგოიანის თქმით, კაცის ანალიზის პასუხი სუსტი დადებითია.

შეგახსენებთ, სოფელ ყაურმის მკვიდრი, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ კარანტინში მოათავსეს.

ორკვირიანი სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ კი გაწერეს და უთხრეს, რომ ჯანმრთელი იყო.

ორი დღის შემდეგ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კაცს სოფელში მიაკითხა და უთხრა, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივს თითქმის ყველა თანასოფლელთან ჰქონდა კონტაქტი. ამის გამო სოფელი იზოლირებულია, მოქალაქეებს სოფელ ყაურმის დატოვების უფლება არ აქვთ.

სოფელში მცხოვრებ 271 პირს კი თერმოსკრინინგი უნდა ჩაუტარდეს.

“ალია”: შეგახსენებთ – თერმოსკრინინგი სიცხის გაზომვაა, უამრავ ადამიანს, ვისაც ვირუსი აღმოუჩინეს, სიცხე და სხვა სიმპტომი საერთოდ არ ჰქონდა, ვის უნახავს და რატომ არ იყენებს იმ სწრაფ ტესტებს ხელისუფლება, რომლებიც გვაჩუქეს ან ვიყიდეთ – უცნობია. როგორ აპირებს სიცხის გაზომვით ინფიცირებულთა პოვნას ჯანდაცვის მინისტრი, მაშინ როცა ორკვირიანი კარანტინის პერიოდშიც კი ვერ დაადგინა ტესტით კორონავისური – ეგაც უცნობია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved