თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, წუხელ გვიან ღამით, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს. – ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები გამოცემასთან ამბობენ, შეიარაღებული ნიღბიანი ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა.
უცნობმა პირებმა ქალი დააბეს და მისი თქმით იძულებული გახდა, თავდამსხმელებისათვის ეთქვა, სად ინახავდა თანხასა და ძვირფასეულობას.
წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული.
თანასოფლელების თქმით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას ეწევა.
შემთხვევასთან დაკავშირებით, დაკავებული არავინ არის.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.











კომენტარები