• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავამ მოშიმშილე ელენე ხოშტარია მოინახულა

ალია ავტორი - ალია
13:07 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია მონახულების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება და იმით დაინტერესება იყო, აქვს თუ არა მას ყველანაირი პირობა. ამასთანავე, როგორც კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომლისთვის მიმართვა ხოშტარიას ნებისმიერ დროს შეეძლება და თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება კავშირზე.„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ,  პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში. 
ცნობისთვის, კახა კუჭავა “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე შეხვდა.შეხვედრას მოგვიანებით “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე შეუერთდნენ.
ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ, თუ შიმშილობა მოკლე დროში შედეგს არ გამოიღებს არ არის გამორიცხული უფრო მძიმე ფორმებს მიმართოს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved