• რეკლამა
  • კონტაქტი
11:33, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: გადავწყვიტეთ, ე.წ. სამგორის პარკს ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი

ალია ავტორი - ალია
21:16 09-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
488

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

პარკში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, განთავსდა მეფე ერეკლე მეორის ძეგლიც, რომელიც მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

განახლებული პარკი, რომელიც ჯგუფი „ურსას“ კონცერტით გაიხსნა, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

„ისნის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. დღეს ამ ტერიტორიაზე მეფე ერეკლეს ძეგლი გავხსენით, რაც საამაყოა თითოეული ქართველისთვის. პარკი, რომელიც წლების განმავლობაში გაუბედურებული იყო, დღეს ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული, რეაბილიტირებული და გამწვანებულია. ბავშვებისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცეები და დაირგო ხე-მცენარეები. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შექმნილი გარემო იმისთვის, რომ დაისვენოთ, გაერთოთ, ივარჯიშოთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სამგორის პარკს გადაერქვას სახელი და ეწოდოს მეფე ერეკლე მეორის სახელობის პარკი. ძალიან მიხარია, კარგი პროექტი გამოვიდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას. კიდევ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, ორ ჰექტარ ფართობზე აშენდა თანამედროვე ინფრასტრუქტურა: სასეირნო ბილიკები, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სპორტული და საბავშვო მოედნები, მოსასვენებელი პავილიონები, ამფითეატრი, ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა, მაგიდის ტენისის სივრცე და მშრალი შადრევანი. დამონტაჟდა საპარკო ავეჯი და მოეწყო სასმელი წყლის შადრევნებიც.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გამწვანებაზე – მოეწყო სარწყავი სისტემა, თარგებში შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი და მულჩი, 17 854 კვადრატულ მეტრზე დაითესა და დაიგო ბალახი, დაირგო 4 722 ძირი ნერგი.

რეაბილიტაციის საერთო ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved