მაია სიმონიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“შევღონდი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა:
მეზობლებმა, ბიჭი თვრებოდა და მოკლულ ქალს სულ სცემდა, მაგრამ კაი ბიჭი იყო და არაფერს ვეუბნებოდოთო.
კაი რატომ იყო, ის რომ ება, მხოლოდ ამიტომ იყო ბიჭი კაი, თუ ოჯახის წევრების ცემით მეზობლებს ართობდა, თავისით უკეთესად ვერაფრით ერთობოდნენ?!
ახლაც ყოფილი ცოლი არ მოუკლავთ, რომ ეჭვიანობას დააბრალოთ და ესეც ნივთიერებადამოკიდებულების შედეგია, წელს მერვე ქალია ახლობლების სეირობით გართობის მსხვერპლი უკვე, მერვე!!!
ახლა ვიდეო გავრცელდა, ცემით დაავადებული ქალი ამბობს, ოჯახში სულ მირტყამენო, სულო!
ორ წლამდე ბავშვი დედას შეშლილი უყურებს და მომხდარის თავისით გააზრებას ცდილობს!”
კომენტარები