• რეკლამა
  • კონტაქტი
08:33, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ ცენტრალური ბანკი აიღეს, შემდეგ ციხეები დაიკავეს და 4 000-ზე მეტი პატიმარი გამოუშვეს, ვინც არ მოეწონათ ციხეში მოკლეს” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:49 03-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,149

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: 

კარგად მახსოვს 90-ნებსა და ადრეულ 2000-ნებში შეუმდგარი სახელმწიფოსა და ქაოსის სიმბოლო იყო სომალი. ბოლო წლები და განსაკუთრებით ბოლო დღეებია მის ადგილს ჰაიტი იკავებს. რაც ამ დღეებში ჰაიტიზე ხდება, ესაა სახელმწიფოს თვითგანადგურების ქრესტომათიული შემთხვევა. დედაქალაქი პორტ-ო-პრენსის უმეტესი ნაწილი კრიმინალურ ბანდებს უკავიათ, მთავრობა გაქცეულია, პოლიცია ძალიან დასუსტებულია და სამხედრო ნაწილები ვერ აკონტროლებს ქვეყანას. აღებულია სამთავრობო შენობები, აეროპორტი ალყაშია ხოლო უცხოელი მოქალაქეების გარკვეული ნაწილის გამოყვანა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. წყალი და საკვები კატასტროფულ დეფიციტშია. ხალხი მაღაზიებს ძარცვავს და რისი გატანაც შეუძლია გააქვს.

11 მილიონიანი სახელმწიფო თითქმის სრულად კრიმინალური დაჯგუფებების ხელშია მოქცეული. ქვეყანაში პოლიციელზე მეტი კრიმინალური დაჯგუფების წევრია. ის კი არა, Fox News-ზე ვუსმენდი, რომ ქვეყნის 30 სენატორიდან 28-ს უშუალო კავშირები აქვთ კრიმინალურ ბანდებთან და ერთმანეთს ბანდების მეშვეობით ებრძვიან ან თანამშრომლობენ. მათ ერთი ლიდერი არ ჰყავთ, მაგრამ გამოკვეთილი ფიგურა მაინც ჯიმი შერიზეა, ზედმეტსახელად “ბარბექიუ”. აღნიშნული პიროვნება, ისევე როგორც ბევრი მისი მომხრე ყოფილი პოლიციელია.

რამდენიმე დღის წინ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ქვეყნის ცენტრალური ბანკი აიღეს, შემდეგ კი ციხეები დაიკავეს და კრიმინალები გამოუშვეს ქუჩაში. იმ ფონზე, რომ კრიმინალურ ბანდებს შორის დაპირისპირებები ჩვეული ამბავია, ვინც არ მოეწონათ ციხეში მოკლეს. გაქცეულ და შეიარაღებულ პატიმართა რაოდენობა 4000-ზე მეტია.

ჰაიტიზე კრიმინალური ბანდები ყველაფრით ვაჭრობენ – ნარკოტიკებიდან დაწყებული ადამიანებით დამთავრებული. ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა 2010 წელს რაც მოხდა, დედაქალაქი პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა და 160 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, მას შემდეგ ქვეყანა მხოლოდ ნაწილობრივად ფუნქციონირებდა. 2021 წელს ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს. მკვლელობის უკან მთავრობის სხვადასხვა წევრები და ნარკომოვაჭრეები იდგნენ. მკვლელობა უშუალოდ კოლუმბიელებმა აღასრულეს. ამავე წელს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა კუნძულზე, რამაც ქვეყანა სრულიად დეზორგანიზებული გახადა.

ჰაიტი კუნძულ ჰაიტიზე მდებარეობს. მისი მეზობელია დომინიკელთა რესპუბლიკა, რომელიც ბევრად სტაბილური და შესამჩნევად განვითარებულია. მას ჰაიტისთან დიდი კედელი აქვს აშენებული, თავისი მავთულხლართებითა და სათვალთვალო კოშკებით.

ახლა ყველა აშშ-ს შეჰყურებს – განახორციელებს თუ არა ვაშინგტონი რაიმე სახით ინტერვენციას თუ თავს შეიკავებს და კრიმინალური ბანდების მიერ ერთმანეთის განადგურებას დაელოდება, ესაა საინტერესო. თუმცა ჰაიტიდან წამოსულმა კრიმინალურ აქტივობასა და საფრთხეებზე აშშ-ს რამდენიმე ოფიციალური პირი და სენატორი ალაპარაკდა. სომალიში აშშ-ს მსგავსი ინტერვენცია ცუდად დასრულდა. ამაზე ფილმიცაა გადაღებული “Black Hawk Down”. ჰაიტიშიც იყო აშშ-ს ერთი ინტერვენცია 2004 წელს, მაგრამ მაშინ ბუშის ადმინისტრაცია იყო და საფრანგეთის ინტერესებშიც შედიოდა საერთაშორისო ჩარევა, მაგრამ დღეს იმ ქაოსში, რომელიც ჰაიტიზე ხდება არავის უნდა ჩარევა. რაც არ უნდა მოხდეს აშშ-ზე და მის არჩევნებზე ჰაიტის მოვლენებს მნიშვნელოვანი ასახვა შეიძლება ჰქონდეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved