• რეკლამა
  • კონტაქტი
15:30, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჯერ ივანიშვილზე ბოლომდე გადამტერებულ პატარკაციშვილს და შემდეგ პატარკაციშვილზე გადამტერებულ ივანიშვილს ემსახურებოდა” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:15 09-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,რა დადგინდა გუშინ დიქტატორის „კენგურუს სასამართლოში“, ირაკლი რუხაძის (პატარკაციშვილის და ივანიშვილის მარჯვენა ხელის და ბიზნეს პარტნიორის) ჩემს მიერ დაკითხვის დროს.

– პატარკაციშვილი და ივანიშვილი, ორივე ერთი პლანის მოვლენა იყო, ერთი დიდი შეთქმულების ნაწილი, რუსეთის მიერ საქართველოში შემოგზავნილი კონკრეტული დავალებებით შევარდნაძის დროს (მე ორივე დამხვდა).

– თავიდან ამოქმედდა პატარკაციშვილი. რუხაძემ დაადასტურა, რომ პატარკაციშვილს ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები. როგორც მან თქვა ის იყო „პოლიტიკური აქტორი“ და რაც მთავარია რუხაძემ გუშინ თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის წინ, პატარკაციშვილი შეხვდა პუტინს, ხოლო როგორც ვიცით 2007 წლის ნოემბრის წინ ФСБ-ს გენერლებს.

– რუხაძემ დაადასტურა ის, რაც მე ისედაც ვიცოდი, რომ 2007 წელს „იმედი“ ჩვენ არ დაგვიხურავს, მაგრამ თქვა ისიც, რაც მეც არ ვიცოდი. მე მეგონა, რომ მაშინ „იმედი“ დახურეს გიორგი თარგამაძემ და სხვა ჟურნალისტებმა, ხოლო რუხაძემ თქვა, რომ ეს გააკეთა თვითონ პატარკაციშვილმა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა მოისმინეს კოდუასთან შეხვედრის, პატარკაციშვილის მიერ მათთვის გამოგზავნილი ჩანაწერი, სადაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და უარი თქვეს ტელევიზიის პატრონის ინსტრუქციების შესრულებაზე (ბრავო გიორგი თარგამაძე და „იმედის“ მაშინდელი კოლექტივი).

– პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ რუხაძე განკარგავდა მის ქონებას და პატარკაციშვილისადმი მიცემული ვალდებულებების დარღვევისთვის, კერძოდ გარდაცვლილის აქტივების რუხაძის პირად კომპანიაში გადაქაჩვის, რაც პატარკაციშვილის ძარცვის ტოლფასია, ბრიტანეთის სასამართლომ მას 170 მილიონის გადახდა დააკისრა პატარკაციშვილის კომპანიისთვის, რაც მან გადაიხადა. ე.ი. არანაირი მეგობრობა, პარტნიორობა, წესიერება ქოც ბიზნესმენებისთვის არაფერს ნიშნავს.

– რუხაძემ თქვა, რომ ბრიტანეთმა დაასანქცირა „იმედი“, როგორც პრო-რუსული არხი და გუშინ არანაირად არ უარყვია „იმედის“ პრო-რუსულობა.

– ამ საკითხებზე რუხაძემ ერთხელ უკვე აწარმოა სასამართლო დავა ჩემს წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში 2018 წელს, რომელიც მისი პირით გუშინ გაკეთებული აღიარებით მან „წააგო“, ტილბურგის სასამართლომ ჩემი მხარე დაიკავა.

– რუხაძის აღიარებით ის ინგლისიდან საქართველოში დაბრუნდა სწორედ 2011 წლის შემოდგომაზე, როცა ივანიშვილმა ღიად დაიწყო კამპანია ჩვენს დასამხობად. დანარჩენი თქვენ ისედაც იცით, რაც არ გამოუვიდა პატარკაციშვილს, ის გამოუვიდა ივანიშვილს, რუსეთის მეორე მიძინებულ აგენტს, რომელიც აამოქმედეს 2011-ში.

ასევე გუშინ რუხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2008 წელს განცდილი მარცხის გამო პატარკაციშვილი დეპრესიაში იყო და გარდაიცვალა და რომ ის შეიწირა ნაციონალური მოძრაობის მის მიმართ დამოკიდებულებამ.

სინამდვილეში, პატარკაციშვილი რომელიც 2007 წლის აქციების წინ, ლუკაშენკოს მოყოლით ორჯერ შეხვდა ФСБ-ს გენერლებს მინსკში, მწვავედ განიცდიდა პუტინის დავალების შეუსრულებლობას 2007 წლის ნოემბრის აქციების და 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ვინ ვინ და არკადი პატარკაციშვილმა კარგად იცოდა თუ რას უკეთებს პუტინი თავის ჩაფლავებულ აგენტებს.

და ბოლოს, ამ ყველაფერში ნიშანდობლივია თავად ირაკლი რუხაძის პიროვნება. ეს მორალისგან სრულიად დაცლილი არსება, რომელიც ჯერ ივანიშვილზე ბოლომდე გადამტერებულ პატარკაციშვილს და შემდეგ პატარკაციშვილზე გადამტერებულ ივანიშვილს ემსახურებოდა, სიკვდილის შემდეგ გაძარცვა თავისი პირველი პატრონი, გიჟდება დასავლეთზე (ბრიტანეთის პასპორტი აქვს) და ამავე დროს დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა რუსულ თამაშში მის მიერ კონტროლირებადი „tv იმედის“ სახით, მონაწილეობდა ყველა შეთქმულებაში საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და ამაში გააკეთა მილიარდები და ახლაც აგრძელებს იმავეს, რაც გააკეთა გუშინაც, ჩემი როგორც პუტინის მტრის წინააღმდეგ გუშინ ჩვენების მიცემით. მართალია პირადად ჩემს წინააღმდეგ არცერთი ფაქტი არ უთქვამს, მაგრამ თავად ფაქტი უკვე საკმარისია..

ახლა ამათი ბაირამობის დროა, მაგრამ თუ მათ ზეიმს არ მოვუღეთ ბოლო, ისინი მოუღებენ საქართველოს ბოლოს.“

„ფაქტობრივად, ამან ბადრი პატარკაციშვილი მოკლა“ – ირაკლი რუხაძე

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved