• რეკლამა
  • კონტაქტი
16:49, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯაშუშობის საქმე – გიორგი უძილაურის ადვოკატი საქმის შეწყვეტას მოითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:41 07-02-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის [ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი, წარსულში “ქართუ ჯგუფის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი] პროცესი გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაიხედება და გადაწყდება გადაეცემა თუ არა სასამართლოს საქმე არსებითად განსახილველად.

გიორგი უძილაურის ადვოკატის, ბექა გულედანის თქმით, დაცვის მხარე გირაოს არ განიხილავს და ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს, შემდეგ კი საქმის შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან უფლებადამცველი განმარტავს, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს.

საქმეს გრიფი ადევს, შესაბამისად პროცესები დახურულია.

“მოვითხოვთ საქმის შეწყვეტას, ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით, შევალ და რომ გამოვალ მოგახსენებთ. დიახ, რა თქმა უნდა [მოვითხოვთ საერთოდ შეწყდეს საქმე და არ გადაეცეს არსებითად განსახილველად] იმიტომ, რომ არ არის არანაირი მტკიცებულება საქმეში. გირაოს არ განვიხილავთ, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ თავიდან და მერე შეწყვეტას. არა მგონია, არ გაჩენილა არაფერი [ახალი მტკიცებულება]. რა თქმა უნდა [საქმეს ადევს გრიფი, შესაბამისად დეტალებზე ვერ ვსაუბრობ]. [მტკიცებულებები, რაც გამოქვეყნდა] არაფრის მთქმელი არ არის, რაზე ესაუბრება, რა გადასცა იმ კონვერტით ეგ ხომ არ არის. არა, ერთადერთი მტკიცებულება არ არის, ეს არის მთლიანი გადაღებული, რაღაც მომენტია ამოჭრილი,” – ამბობს ბექა გულედანი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved