• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანგველაძის საქმეზე სასამართლოში მორიგი პროცესი იწყება – სხდომაზე სანდრო წივწივაძე და გიორგი მიქაძის დაცვის წევრი გამოიკითხებიან

ალია ავტორი - ალია
12:50 03-24-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
134

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება — სასამართლოში დღეს სანდრო წივწივაძეს დაკითხავენ.

საქმის ფარგლებში, იარაღის უკანონო გასაღებისთვის მსჯავრდებული პატიმრის გამოკითხვას დაცვის მხარე ითხოვს. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ჩვენება საქმეში არსებულ გარემოებებს მნიშვნელოვნად ეხება.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუა არა სანდრო წივწივაძე დღეს სასამართლოში გამოცხადებას.

დაცვის მხარის მოწმეთა სიაში ასევე ფიგურირებს გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, რომლის დაკითხვაც სასამართლო პროცესის ფარგლებში იგეგმება.

დაცვის ხმარის მტკიცებით, დღევანდელმა მოწმემ უნდა დაადასტუროს, რომ სასტუმრო, რომელშიც, გამოძიების ვერსიით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იგეგმებოდა, გიორგი მიქაძესთან შემხებლობაში არასდროს ყოფილა.

დღეს სასამართლოშ წარმოდგენილია ორი მოწმე. ერთი გახლავთ ამავე საქმეზე ბრალდებული სანდრო წივწივაძე, ხოლო მეორე გიორგი მიქაძის დაცვის წევრი. ეს უკანასკნელი სასამართლოს დაუდასტურებს, რომ გიორგი მიქაძეს სასტუმრო “თაუერთან” რაიმე შეხება, რაც თავის მხრივ დაკავშირებული იქნებოდა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებასთან, ასეთს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება სანდრო წივწივაძეს, ეს უკანასკნელი დაცვის მხარეს გამოკითხული ჰყავს მოწმის სახით გამოძიებაშივე, სადაც მან კატეგორიულად გამორიცა მისი იარაღების დავით მიქაძესთან რაიმე შემხებობა და ხაზგასმით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იარაღების დაკარგვას ჰქონდა ადგილი 2019 წლის შემდეგ, როდესაც მან საქართველო რამდენიმე თვით დატოვა, – ამბობს ადვოკატი.

განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს — პროკურორის განცხადებით, დაცვის მოწმის ჩვენება სანდოობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს.

კაცმა, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, 25 წელია იცავს გიორგი მიქაძეს, ოღონდ არ იცის, რას საქმიანობდა გიორგი მიქაძე, არ იცის გიორგი მიქაძის მობილური ტელეფონის ნომერი, არ იცის, რა მანქანით გადაადგილდებოდა გიორგი მიქაძე, ამ ფონზე დაცვიოს მხარეს სურს, წარმოაჩინოს, რომ ამ მოწმემ იცის, რომ სასტუმრო “თაუერთან” არ ყოფილა გიორგი მიქაძე. რასაკვირველია, ბრალდების მხარეს ექნება საკმაოდ კრიტიკული შეკითხვები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე განსაკუთრებით კითხვები ექნება, როდესაც 21 მარტს დატოვეს საქართველოს ტერიტორია გიორგი მიქაძემ და აპირადად მან, რატომ მოხდა, რომ დაცვის წევრია და წავიდა ცალკე და გიორგი მიქაძე წავიდა ცალკე? ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს მოწმე ჩვენც გვყავს გამოკითხული, და ის აფიქსირებს იმ გარემოებას, რომ გიორგი მიქაძის დაცვის წევრია და გიორგი მიქაძე იტალიაში წავიდა თურქეთის გავლით, ხოლო თავად წავიდა პირდაპირი რეისით საქართველოდან, – ამბობს პროკურორი.

ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციიდან გიორგი მიქაძე უკვე ეტაპირებულია, ის დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved