• რეკლამა
  • კონტაქტი
10:47, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ” – კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაციას გაუკეთებენ

ალია ავტორი - ალია
18:47 06-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“ჯანდაბა, ჯერ მხოლოდ 29 წლის ვარ!”, – გერმანელი ექიმის, იენს კლინფილდის თანახმად, ეს იყო დანიის ნაკრებისა და მილანის ინტერის ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პირველი სიტყვები ელექტროშოკით გადარჩენის და გონზე მოსვლის შემდეგ.

დანიის ნაკრების ექიმის, მორტენ ბოესენის თქმით, კრისტიან ერიქსენს გულზე ოპერაცია ჩაუტარდება და მას იმპლანტირებულ კარდიოვერტერულ დეფიბრილატორს (ICD) ჩაუდგამენ. 

ICD პატარა მოწყობილობაა და მაგრდება კანის ქვეშ გულისცემის სიხშირის მონიტორინგისთვის, თუკი გულისცემის სიხშირე ნორმისგან განსხვავებული და ძალიან სწრაფი იქნება, მოწყობილობა ელექტრული შოკით აღადგენს ნორმალურ სიხშირეს.

“მას შემდეგ, რაც ერიქსენს გულზე სხვადასხვა გამოკვლევა ჩაუტარდა, გადაწყდა, რომ მას  იმპლანტირებული კარდიოვერტერული დეფიბრილატორი ჩავუდგათ. ეს მოწყობილობა გულის შეტევის შემდეგ არარეგულარული რიტმის გამოა საჭირო. კრისტიანი ამას დასთანხმდა და გადაწყვეტილება სპეციალისტებმაც დაადასტურეს”, – წერს დანიის ეროვნული ნაკრების გვერდი ტვიტერზე.

ამ ეტაპზე უცნობია, ერიქსენი გააგრძელებს თუ არა კარიერას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნიდერლანდების ნაკრებისა და აიაქსის მცველი, დეილი ბლინდი, ICD-ით თამაშს ახერხებს.

კრისტიან ერიქსენმა დანია-ფინეთის შეხვედრის მსვლელობისას, პირველი ტაიმის მიწურულს გონება დაკარგა. გუნდის ექიმის თქმით, ერიქსენს გულის შეტევა დაემართა და გარკვეული დროის განმავლობაში კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში იყო.

ორივე გუნდის ფეხბურთელების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, თამაში მოგვიანებით განახლდა და დანიის ნაკრები, ანგარიშით 0:1 ფინეთთან დამარცხდა.

იმავე დღეს ბელგიის ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ რუსეთის კარში გატანილი პირველი გოლი, თანაგუნდელ ერიქსენს მიუძღვნა და გამოჯანმრთელება უსურვა. 

ფეხბურთის არაერთი მწვრთნელი და სპეციალისტი წლების განმავლობაში საუბრობს იმ არაადამიანურ დატვირთვებზე, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთელებს უწევთ. მათი თქმით, ერიქსენის კოლაფსი სწორედ ამ რეჟიმის გამოძახილია.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved