• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იზოლირებულია 30 პირი, ვისაც ინფიცირებულ ტურისტთან ჰქონდა კონტაქტი

ალია ავტორი - ალია
14:39 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ჩვენ უკვე კარგად დავინახეთ, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან კარგი და დიდი ეფექტი აქვს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიებები კიდევ უფრო გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩეხ მოქალაქეს, როგორც თვითონ აღნიშნავს, 8 მარტს გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები, ის გაემგზავრა ჩეხეთში, სადაც მოხდა მისი დიაგნოსტირება და პასუხი ვირუსზე იყო დადებითი. რის შემდეგაც ის დაუკავშირდა ჩვენს საელჩოს და ასევე იმ სასტუმროების წარმომადგენლებს, სადაც ის იმყოფებოდა და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, დარეკა და ფაქტი დააფიქსირა, ასევე ფოტომასალით სრულიად აღწერა ის მარშრუტი, რაც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზორილება ვინც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისტვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს კიდევ დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა სიმპტომების გამოვლენამდე მოხდეს ყველა ამ ადამიანის იზოლაცია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ჩეხ ტურისტს მოწოდებული აქვს ყველა მანქანის ნომერი, რომლითაც ის გადაადგილდებოდა და მისამართები, სადაც მან გარკვეული დრო გაატარა.

ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს ამშვიდებს, მისი თქმით თუ ისინი აღნიშნულ პერიოდში იმყოფებოდნენ გუდაურში, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დაინფიცირდნენ, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, თუ მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური, ახლო კონტაქტი, როდესაც დაშორება აღნიშნულ პიროვნებასთან არის 1 მეტრზე ნაკლები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved