• რეკლამა
  • კონტაქტი
08:05, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილმა თავისი ზებრა რომ დანიშნოს მინისტრად, პოსტებით აავსებენ „ფეისბუკს“ „გამპრავებლები“ – ეგეთი მინისტრი არც გვყოლია და არც გვეყოლებაო…“

ალია ავტორი - ალია
15:54 05-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი ზებრა რომ დანიშნოს მინისტრად, აი, ასეთი პოსტებითა და კომენტარებით აავსებებნ„ფეისბუკს“ „გამპრავებლები“
ეგეთი მინისტრი არც გვყოლია და არც გვეყოლება. წეტილი
ზებრუკა  41 41 41 41 41 41 41 41
შენ ზებრა ეძახე და კი მოისვამს მთელ მინისტრთა კაბინეტს ზურგზე
ხომ ვამბობდი, ბიძინას საარჩევნოდ ყველა კოზირი ჯერ არ გაუხსნია–მეთქი. გენიოსია ეს კაცი.
კოზირი კი არა, ჯოკერია, ჯოკერი… ვენაცვალე ბიძინას! 
აბა, ათიანში გაარტყა.
მოფიქრება არ უნდა? ყოჩაღ, ბატონო ბიძინა!!!
ახლაც იხტუნაონ „ნაცებმა“, მაგათ სად ჯანდაბაში ჰყავთ ზებრა. ერთი ვირიც კი არ ჰყავთ მაგათ.
რა „ნაცები“, ქალო? არც ერთ პარტიას არ ჰყავს. ეგ კი არა, არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავთ ზებრა მინისტრად, მარტო ჩენ გვყავს. გვენაცვალოს ევროპა და ამერიკა.
არა, მოფიქრება არ გინდა? ვერც პრორუსს დაუაძახენებ, და ვერც პროდასავლელ ლიბერასტს. სუფთა პროაფრიკელია, ვენაცვალე, მაგას!
გასამდა: გახარია, კალაძე, ზებრუკა.
დედააა, რა ჭკვიანი თვალები აქვს.
გოგო, ზოლები ნახე შენ, ზოლები, რა ლამაზი შავი ზოლები აქვს.
საყვარელი.
ახლაც დაამადლონ ზებრუკას ძვირადღირებული მანქანა და ბენზინი. საყვარლად მიბაკუნდება კანცელარიაში და წამობაკუნდება იქიდან.
ჰო, თან არც ავეჯი უნდა და არც მობილური და კომპიუტერი.
არც ხელფასი უნდა და და არც არაფერი. დღეში ერთი „ტუკი“ თივა და სულ ეგ არის.
რა ხელფასი, გოგო? ხელფასს კახისავით. გადარიცხავს საქველმოქმედო ფონდში.
უი, მართალი ხარ
კი არ იცის პოლიტიკა, მაგრამ ისწავლის…
ბიძინას ასწავლი შენ? პოლიტიკასაც ასწავლიდა და სხვა რამეებსაც. აბა, ისე დანიშნავდა მინისტრად?
მართალი ხარ, მართალი.
დიპლომი რომ არ აქვს?
ვინ გითხრა რომ არ აქვს? ანგოლაში ჰქონია უნივერსიტეტი დამთავრებული და ნამიბიაში დაუცავს სადოქტორო.
მოიცა, დოქტორიც არის? არ გადამრიო.
კი, დოქტორია. ვნახე მაგის ბიოგრაფია.
მინისტრად კი არა, ბიძინას ადგილას რომ ვიყო, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიას, მთლიანად ზებრებით, ლემურებითა და პინგვინებით დავაკომპლექტებდი. ოპოზიციაში არ გაექცევიან და მერე ლანძღვას არ დაუწყებენ, ზოგიერთი უმადურივით.
ეგ პრემიერ–მინისტრიც გახდება მალე.
გახდება, გახდება, ვინ გვყავს უკეთესი? ახალ მთავრობას ახალი პრემიერი სჭირდება.
გია ვოსლკი: ბატონმა ბიძინამ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ადექვატური და ეფექტური საკადრო გადაწყვეტილება მიიღო. ზებრა ჩვენი მთავრობისთვის სერიოზული შენაძენია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved